ზაბიტი სამედოვი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | ზაბიტი მუბარიზ ოღლი სამედოვი |
მეტსახელ(ებ)ი | „მაუგლი“ (ინგლ. Maugli) |
ეროვნება |
საქართველო[1] აზერბაიჯანი[1] |
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1984 (40 წლის) |
დაბ. ადგილი | ჯანდარი |
სიმაღლე | 183 |
საიტი | zabit-samedov.com |
ქვეყანა | ბელარუსი, საქართველო და აზერბაიჯანი |
ზაბიტი „მაუგლი“ სამედოვი (აზერ. Zabit Mübariz oğlu Səmədov; დ. 21 ივნისი, 1984, ჯანდარი, საქართველოს სსრ) — პროფესიონალი კიკბოქსიორი, არის კლუბ „ახმატის“ წარმომადგენელი (ქ. გროზნო, ჩეჩნეთი), მოიხსენიება მეტსახელით „მაუგლი“. წარსულში მინსკის კლუბ „პატრიოტის“ მებრძოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაბიტი სამედოვი 1984 წლის 21 ივნისს საქართველოში გარდაბანის რაიონის სოფელ ჯანდარში დაიბადა. როდესაც იგი 10 წლის იყო, ოჯახი მინსკში (ბელარუსი) გადავიდა. საბრძოლო ორთაბრძოლის ხელოვნებაში 9 წლის ასაკიდან ვარჯიშობს. ეს იყო ნახევარწლიანი ტრენინგი კარატეში აზიზ დურსუნოვის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1998 წლიდან, უკვე ბელარუსში, კლუბ „ჩინუკში“, მან ვარჯიში დაიწყო ტაიურ ბოქსში (მუაი-ტაი). მისი მწვრთნელი იყო მსოფიოს ჩემპიონი დიმიტრი პიასეცკი. მასთან ერთად ვარჯიშობდნენ ალექსეი იგნაშოვი და სერგეი გური.
2004–2006 წლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ის მოხვდა წამყვანი მებრძოლების К-1 სიაში. 2006 წელს რიგაში (ლატვია) გამართულ ტურნირზე „Fighting Network“ გამარჯვების შემდეგ K-1-ის აღიარებული ჩემპიონი გახდა. 2007 წლის 17 აგვისტოში ლას-ვეგასში გამართულ K-1-ის მსოფლიო გრან-პრიზე, ნევადის სახელმწიფო ათლეტური კომისიის (NSAC) მიერ მხილებულ იქნა ერთ-ერთი ანაბოლიური სტეროიდის, სტანოზოპოლის გამოყენებაში.[2] ამასთან დაკავშირებით ზაბიტმა შემდეგ განმარტება გააკეთა: ქუჩაში 45 გრადუსი სიცხე იყო, და ის კონდეციონერის ზემოქმედებით შედეგად გაცივდა. ამიტომ ბრძოლის წინ მას რაღაც ენერგეტიკული სასმელი დაალევინეს. ასევე ბრძოლების წინ ხელის ტკივილის გამაყუჩებლებს უკეთებდნენ. შესაძლებელია, პრეპარატების ასეთმა შერევამ წარმოქმნა მდგომარეობა, რომელიც კონტროლიორებისათვის ეჭვის საბაბი გახდა. ზაბიტის სიტყვებით, ინციდენტი მოგვარებულ იქნა.[3] 2008 წლის 26 აპრილს ამსტერდამში გამართულ K-1-ის მსოფლიო გრან-პრიზე სამედოვმა იოლად დაამარცხა დაგ ვაინი და ბრეინ დუვესი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ეროკ ციმერმანთან შერკინებისას.[4] მის კარიერაში ყველაზე ცნობილ ბრძოლად ითვლება 2008 წელს რეი სეფოსთან შერკინება, რომელშიც მსაჯებმა ორი დამატებითი დრო დანიშნეს და საბოლოოდ გამარჯვება ზაბიტს მიაკუთვნეს. ამჟამად უმაღლეს განათლებას ღებულობს უნივერსიტეტში „სინერგია“ სპორტული მენეჯერის სპეციალობით.
მეგობრული კავშირი აქვს რამზან კადიროვთან. სწორედ მისი რეკომენდაციით გახდა ზაბიტი კიკბოქსინგის ხელმძღვანელი კლუბ „ახმატში“.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Забит Самедов: Рад, что у меня есть азербайджанский паспорт. Azerisport.com (2014-01-26). ციტირების თარიღი: 2016-08-25.
- ↑ Brookhouse, Brent. (2007-08-17) Позитивные тесты на анаболики в мире боевых искусств (eng.). Bloody Elbow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
- ↑ Забит Самедов - Интервью. Мир, Созданный Мастером.. ციტირების თარიღი: 2019-01-03.
- ↑ Monty DiPietro. Зиммерман - чемпион Мирового Гран-при K-1 (eng.). k-1.co.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-30. ციტირების თარიღი: 2008-08-26.
- ↑ Кадыров сделал Забита Самедова главой клуба "Ахмат" | Вестник Кавказа. vestikavkaza.ru. ციტირების თარიღი: 2019-01-03.