ზაბახა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაბახაძვ. წ. XII საუკუნის უძველესი ტომთა გაერთიანება, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე საქართველოსა (სამცხე-ჯავახეთის ისტორიული რეგიონი)[1] და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის (არტაანის პროვინციის ჩრდილოეთით[2]) ტერიტორიაზე.

სახელმწიფოს არსებობის შესახებ ცნობებს გვაწვდის ასურული და ურარტული წყაროები[1]. ამასთანავე ურარტული წყაროები შეიცავს ბევრ ონომასტიკურ მასალას, რომელიც ეთნოგენეზის შესწავლისთვის მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს. უძველესი ზაბახა მოიცავდა ტერიტორიებს მტკვრის ზედა ნაწილში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ჩილდირამდე[1] და უგურულდაკის მთებამდე[2].

ზაბახის სამხრეთით მდებარეობდა დიაოხი, დასავლეთით - კოლხეთის სამეფო, აღმოსავლეთით კი - კურიანი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Очерки истории Грузии. Т. I. Глава1. Грузия. Физико-географический обзор. Д. А. Хахутайшвили. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2018-10-14.
  2. 2.0 2.1 2.2 Карта 7. Государство Урарту и народы Закавказья IX—VI вв. до н. э. // История древнего Востока / Под ред. В. И. Кузищина. М.: «Высшая школа», 1979.