ზაალ ებანოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაალ ებანოიძე
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1939(1939-01-07) (85 წლის)
დაბადების ადგილი დიმი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ზაალ ებანოიძე (დ. 7 იანვარი, 1939, დიმი) — ქართველი მწერალი.

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა. 1973 წელს პირველი გამოცემა „ლექსები“ დაისტამბა. ავტორია პოეტური კრებულების: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი“ (1981), „ხატი მამული“ (1985), „ციდან დასარეკი ზარები“ (1986), „მარადიული რთველი“ (1989), „პოემები“ (1990), „რჩეული“ (2008), „70 ლექსი“ (2009). მას ეკუთვნის წერილების კრებული — „ფიქრები პოეზიაზე“ (1998). ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა. მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადად ქართული კლასიკური პოეზიის ტრადიციებს ემყარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]