ვულკოვსკოეს ტბა
იერსახე
ვულკოვსკოეს ტბა | |
---|---|
Вулькаўскае возера | |
კოორდინატები: 52°32′19″ ჩ. გ. 25°52′03″ ა. გ. / 52.53861° ჩ. გ. 25.86750° ა. გ. | |
მდებარეობა | ბელარუსი |
ტერიტორიული ერთეული | ბრესტის ოლქი |
ფართობი | 0,5 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 24,5 მ |
ვულკოვსკოეს ტბა (ბელარ. Вулькаўскае возера) — კარსტული წარმოშობის ტბა ბელარუსში, ბრესტის ოლქის ივაცევიჩის რაიონში. მდებარეობს ქალაქ ტელეხანის ჩრდილოეთით, სოფ. ვულკა-ტელეხანსკაიას. განლაგებულია მდ. იასელდი აუზში, რომელთანაც აგილსკის არხითაა დაკავშირებული, ხოლო ვიგონოვსკოეს ტბის გავლით — მდ. შჩარასთან.
სარკის ფართობი შეადგენს 0,5 კმ²-ს, სიგრძეში 1 კმ, ხოლო სიგანეში 0,7 კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე — 24,5 მ.
ტბაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ქორჭილა, კაპარჭინა, წერი, ნაფოტა, იშვიათად ვხვდებით ფარფლწითელას, ჩიქვს, ციმორს, ვერცხლისფერ კარჩხანას. აგრეთვე მოშენებულია კიბოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Блакiтная кнiга Беларусi: Энцыкл. / БелЭн; Рэдкал.: Н. А. Дзiсько i iнш. — Мн.: БелЭн, 1994.