ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი
(გადამისამართდა გვერდიდან ვულკან ისლუგის ეროვნული პარკი)
Jump to navigation
Jump to search
ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი
Parque Nacional Volcán Isluga | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
| |
მდებარეობა | ტარაპაკა, ![]() |
უახლოესი ქალაქი | კოლჩანე |
კოორდინატები | 19°09′00″ ს. გ. 68°50′00″ დ. გ. / 19.15000° ს. გ. 68.83333° დ. გ. |
ფართობი | 1,747 კმ² |
დაარსდა | 1967 |
მმართველი ორგანო | ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია |
ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Volcán Isluga) – ეროვნული პარკი ჩილეში, ტარაპაკის რეგიონში. მდებარეობს ანებში. დაარსდა 1967 წელს, თანამედროვე საზღვრებში კი მოექცა 1985 წელს.
ეროვნული პარკის ფართობია 1 747 კმ². სახელწოდება მიიღო ამავე პარკში მდებარე ვულკან ისლუგისაგან (5 500 მ). აქვე მდებარეობს მთები: კიმსაჩატა (5 400 მ), ტატახაჩურა (5 252 მ) და ლატარამა (5 207 მ). პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაბილია, რომელიც სათავეს იღებს კიმსაჩატის სამხრეთ კალთებზე და რომელსაც ქვემო დინებაში ეწოდება არომა.