ვუგარ ალეკპეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვუგარ ალეკპეროვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1981(1981-01-05) (43 წლის)
დაბ. ადგილი მინგეჩაური
სიმაღლე 178
ქვეყანა აზერბაიჯანი

ვუგარ ალეკპეროვი (დ. 5 იანვარი, 1981) — აზერბაიჯანელი მოკრივე და დამსახურებული მწვრთნელი. ვუგარ ალაკბაროვმა 2000 წელს ავსტრალიაში, სიდნეიში 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ასევე შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი აზერბაიჯანის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. XXVII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მიღწეული შედეგებისთვის მიენიჭა მედალი „პროგრესი“.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუგარ ალეკპეროვი დაიბადა 1981 წლის 5 იანვარს ქალაქ მინგეჩაურში, აზერბაიჯანის დასავლეთით. 1994 წელს აკადემიურ ნიჩბოსნობაში ვუგარ ალაკბაროვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატი მოიგო. ერთი წლის შემდეგ ალაკბაროვმა მწვრთნელ რაშიდ მამედოვის ხელმძღვანელობით დაიწყო კრივში ვარჯიში და 1996 წლის აზერბაიჯანის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ალაკბაროვმა დაამთავრა მინგეჩაურის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 2000 წელს და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს.

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის სიდნეიში, ავსტრალიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 75 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინაჯოს მედალი. 1/32 ფინალში ანგარიშით 12:7 დაამარცხა დომინიკელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯერსონ რაველო. 1/8 ფინალში დაამარცხა ავსტრალიერი პაულ მილერი. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იყო თურქი აქინ ქულოღლუ, რომელიც ანგარიშით 18:8 დაამარცხა. ნახევარფინალში დამარცხდა თამაშების მომავალ ჩემპიონთან, კუბელ ხორხე გუტიერესთან, ანგარიშით 9:19. [2] 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგებისათვის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით დაჯილდოებული იქნა მედლით „პროგრესი“.

2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს იასპარეზა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 1/16 ფინალში დაამარცხა ბერძენი მოკრივე სპირიდონ კლადოუხასი, ანგარიშით 18:14. 1/8 ფინალში დისკვალიფიცირებული იქნა სირიელ ნასირ ალ-შამისთან შეხვედრაში. [3]

პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუგარ ალეკპეროვი 2008 წლის 16 მაისს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. სისხლის სამართლის კოდექსის 182.3.2 მუხლი (გამოძალვა ძალადობის გამოყენებით), რომლითაც ვუგარს ბრალი წაუყენეს, გადაკვალიფიცირდა 322.2 მუხლზე (თვითნებობა (იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარით) და შესაბამისად. ამ მუხლით ალაკპეროვს მიესაჯა 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა. საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2008 წლის 10 სექტემბერს. ბრალად ედებოდა ბიზნესმენი კამრან გულიევისგან 10 000 აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობა. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]