ვროცლავის ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვროცლავის ტრამვაი Konstal 105Na მოდერნიზაციამდე (მარჯვნივ) და მოდერნიზაციის შემდეგ (მარცხნივ)
ვროცლავის ტრამვაის სქემა (2017)

ვროცლავის ტრამვაი—1435 მმ სიგანის ლიანდაგიანი ტრამვაის ქსელი ვროცლავში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხენის წევის პირველი ტრამვაის ხაზი (ე.წ. „კონკა“) ვროცლავში 1877 წელს ამოქმედდა. 1903 წელს დაიწყო მოძრაობა პირველმა ელექტროტრამვაიმ. ცხენის წევის ტრამვაის ბოლო ხაზებმა 1906 წლის 30 ივლისამდე მოაღწია. I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ვროცლავის ტრამვაის სისტემა განაგრძობდა განვითარებას. II მსოფლიო ომის დროს ვროცლავის ტრამვაის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, მრავალი ვაგონი გადააგორეს რელსებიდან და გამოყენებულ იქნა ბარიკადებად. ომის შემდგომ დაიწყო სისტემის ეტაპობრივი აღდგენა და 1948 წლისთვის უკვე ყველა ხაზი აღდგა.

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის მდგომარეობით ვროცლავში ექსპლუატაციაშია შემდეგი ტრამვაის ვაგონები:

ფოტო დასახელება ექსპლუატაციის დაწყება შენიშვნა ვაგონების რაოდენობა შემადგენ-ლობების რაოდენობა ხაზი
Konstal 105Na 1975 ეს ვაგონები იწარმოებოდა 1975–1991 ხოჟუვში, Konstal მიერ. ზოგიერთი ვაგონი მოდერნიზებულია Protram 105NWr-ად. 92 46 ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33
Protram 105NWr 2003105NWr ეს ვაგონები არის Konstal 105Na-ს მოდერნიზაცია, მოდერნიზება ჩაუტარდათ 2003 წლიდან, ვროცლავში, ფირმა Protram-ის მიერ, მისი უკანა ვაგონი არის უკაბინო, მისაბმელი, ერთ წყვილს (#2474+#2475) დაუმონტაჟდა ასინქრონული ამძრავები და ეწოდა 105NWrAs. 168 84 ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33
Protram 204WrAs 2004 გამოშვებულია 2004-2008 წლებში. 12 6 ყველა ხაზი გარდა: 11, 31, 32 და 33
Protram 205WrAs 2006 გამოშვებულია 2006-2011. 26 26 ყველა ხაზი გარდა: 31 და 32
Škoda 16T 2006 გამოშვებულია 2006–2008. 17 17 ყველა ხაზი გარდა: 9, 31, 32 და 15
Škoda 19T 2010 გამოშვებულია 2010-2011. 31 31 ხაზი: 31, 32 და 33
Pesa Twist 2010NW 2015 პირველი 100% დაბალიატაკიანი ტრამვაის ვაგონები ვროცლავში. გამოშვებულია 2015 წელს. 8 8 ხაზი: 3, 5, 11, 20, 23 და 33
Moderus Beta MF 19 AC 2015 გამოშვებულია 2015 წელს. 22 22 ყველა
Moderus Beta MF 24 AC 2018 გამოშვებულია 2018-2019 წწ. 40 40 ყველა
ყველა ვაგონი / შემადგენლობა 394 256
დაბალიატაკიანი ვაგონების / შემადგენლობების წილი 30,2% 46,5%

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bufe, Siegfried: Straßenbahnen in Schlesien. Stuttgart: 1976. ISBN 3-87943-424-7
  • Kleinwefers, Gerd. Pioniere des Verkehrs: Deutsche Eisenbahn- und Straßenbahn-AG; 1835 – 1985. Frankfurt nad Mohanem: Commerzbank AG, 1985.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]