ვრაც-დაშტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვრაც-დაშტი (სომხ. ქართველთა ველი) — გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც ძველი სომეხი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ ქვემო ქართლის (სომხ. წყაროების გუგარქის) ერთ მხარეს, კერძოდ, მდინარე დებედის, ხრამისა და მისი შენაკადების (ფოლადაური, მაშავერა, შულავრისწყალი) ქვემოთ. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის (X ს.) მიხედვით, ვრაც-დაშტში იყო ქვემო ქართლის პიტიახშის — ვარსქენის (V ს.) რეზიდენცია — ცურტავი. აქვე იყო ქართულ წყაროებში მოხსენიებული გაგის ციხე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]