ვორსმის სამების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვორსმის სამების მონასტერი
Островоезерский монастырь.jpg
ვორსმის სამების მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°59′25″ ჩ. გ. 43°17′37″ ა. გ. / 55.99028° ჩ. გ. 43.29361° ა. გ. / 55.99028; 43.29361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ვორსმი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5220123000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1580

ვორსმის სამების მონასტერი (რუს. Свято-Троицкий монастырь) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვორსმის ახლოს. დაარსებულია 1580 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვიკსოს ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დააარსა XVI საუკუნის დასასრულს მამა მაკარმა, სოფელ ვორსმთან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან 58 ვერსზე.

მონასტერი მდებარეობდა ვორსმის ტბის შუაგულში მდებარე კუნძულზე, ამიტომ მას ზოგჯერ მოიხსენიებენ „ოსტოვოოზერსკოეს“ სახელით. აღმოსავლეთი მხრიდან მას ერთვის მდინარე დოსკინსკაია, ხოლო დასავლეთის მხრიდან მდინარე კიშმა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ვორსმის ტბის უამრავი კუნძული და წყალმცენარეები.

1588 წლიდან 1743 წლებში ჩერკასკის თავადების მრავალი თაობა აშენებდა და ამშვენებდა ოსტოვოოზერსკოეს მონასტერს. მათ ააშენეს ყველა ხის და მოგვიანებით ქვის ტაძრები, კელიების კორპუსი და მონასტრის ღობე.

1682 წელს მიტროპოლიტმა პავლემ გამოსცა სიგელი აეშენებინათ მიქაელ მალეინის სახელობის ეკლესია, ხოლო 1688 წლის 31 აგვისტოს სიგელით ააგეს ქვის ეკლესია ხის ეკლესიის ადგილზე.

მონასტერში დაცულია სიწმინდეები: ჯვარი ქრისტეს სამოსელის ნაწილით და ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, ნაჩუქარი თავად ბორის ჩერკასკელისაგან.

1743 წლიდან შერემეტიევების გვარის რამდენიმე თაობა ზრუნავდა მონასტერზე.

მონასტერი გააუქმეს 1930-იან წლებში. 1950-იან წლებში მონასტრის ღობე მთლიანად მოხსნეს და დაანგრიეს ორი ქვის ტაძარი - სამებისა და ყაზანისა. შემონახული იყო მხოლოდ ნახევრადდანგრეული საძმო კორპუსი, ღობის ნაწილი და მიქაელ მალეინის სახელობის ეკლესია. 1995 წელს მონასტრის შენობების ნარჩენები და კუნძული სახელმწიფო დაცვის ქვეშაა[1].

აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს გამოაცხადეს მონასტრის შესაძლო აღორძინების შესახებ[2]. 2007 წლის 16 აპრილის მონასტრის ტერიტორიაზე აღესრულა პირველი ლოცვა[1]. გარემონტდა ღობის ერთ-ერთი კოშკურა, რომელიც გადააკეთეს ეგვტერად.

2008 წლის 3 ივლისს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ ხელი მოაწერა განკარგულებას მონასტრის აღორძინების შესახებ[3]. მონასტრის დედაოებს საცხოვრებლად არენდით გადაეცათ ახლომდებარე სახლი[3]. დაიწყო მუშაობა საპროექტო დოკუმენტაციაზე[3].

2008 წლის 30 დეკემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა პირველი კელიები, რომელიც მდებარეობდა მცირე ორსართულიან ხის შენობაში, სამონასტრო კომპლექსთან ახლოს[4].

2009 წლის 31 მაისიდან მთავარეპისკოპოს გიორგის კურთხევით დაწესდა დაუჯდომელის წაკითხვა კვირაში სამჯერ.[5].

2009 წლის 7 ივნისს სამების დღესასწაულზე, საფუძვლამდე დანგრეული სამების ტაძართან აღევლინა პირველი ლოცვა, ხოლო საკურთხევლის ადგილზე დააყენეს სამახსოვრო ჯვარი[6].

2009 წელს აკურთხეს მიქაელ მალეინის სახელობის აღდგენილი ტაძარი[1]. 2010 წლის იანვარში სახელოსნო „Ковчег“-ის სპეციალისტებმა დაასრულეს მუშაობა მალეინის სახელობის კანკელის ხატებზე[1]. კანკელი შექმნეს XV საუკუნის რუსულ სტილში.


2010 წლის დასაწყისში მონასტერში ცხოვრობდა ორიადამიანი: მონაზონი იოსიფა და მისი მორჩილი გალინა[7]. ამავე წლის გაზაფხულზე მალეინის სახელობის ეკლესიაზე დაიწყო სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც გახდა მონასტრის ყველაზე მაღალი წერტილი[8] . ამავდროულად დაიწყო სამების ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. 28 ივნისს მშენებარე ტაძარში მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აღავლინა ლოცვა[9]. სამების ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა მოხდა 2010 წლის 3 ნოემბერს[10]. 2010 წელს პავლოვსკის რაიონის ადმინისტრაციამ კუნძულამვე მისასვლელი ხიდი ააშენა[7].

2012 წლის 4 ივნისს ვიქსის ეპარქიის ეპისკოპოსმა ბარნაბამ აკურთხა ტაძარი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[11].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ермолина, Анна. (29 января 2010 года) Мастерская «Ковчег» завершила работу над иконами для иконостаса Островоезерского женского монастыря (фото). Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-02-01.
  2. В Нижегородской области возродят православный монастырь на острове
  3. 3.0 3.1 3.2 Фалина, Татьяна. (15 июля 2008 года) В Ворсменском Островоезерском монастыре возобновляется монашеская жизнь. Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-02-01.
  4. Владыка Георгий освятил сестринские кельи возрождающегося Свято-Троицкого Островоезерского монастыря в Ворсме, Нижегородская епархия, 30 декабря 2008 года
  5. В Свято-Троицком Островоезерском монастыре начались восстановительные работы, nne.ru, 31 мая 2009 года
  6. На Троицу в Островоезерском монастыре был совершён первый молебен на месте Троицкого храма, nne.ru, 9 июня 2009 года
  7. 7.0 7.1 Ермолина, Анна. (30 января 2009 года) В Свято-Троицком Островоезерском монастыре идет подготовка к весеннему строительству (фото, видео). Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-02-01.
  8. В Свято-Троицком Островоезерском монастыре отметили престольный праздник (фото). Нижегородская и Арзамасская епархия (24 мая 2010 года). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-05-26.
  9. Фалин, Артем. (28 июня 2010 года) Архиепископ Георгий совершил чин закладки первого камня в основание Троицкого собора Свято-Троицкого Островоезерского монастыря (фото, видео). Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-07-28.
  10. Фалина, Татьяна. (3 ноября 2010 года) Архиепископ Георгий освятил крест для главного храма Свято-Троицкого Островоезерского монастыря (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-03. წაკითხვის თარიღი: 2010-11-04.
  11. Фалин, Артём. (5 июня 2012 года) Епископ Выксунский и Павловский Варнава совершил чин закладки Казанского храма в монастыре города Ворсма (фото). Нижегородская митрополия. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-27. წაკითხვის თარიღი: 2012-06-06.