ვლადიმერ ვოროშილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვოროშილოვი, ვლადიმერ)
Jump to navigation Jump to search
ძეგლი ვლადიმერ ვოროშილოვის საფლავზე

ვლადიმერ ვოროშილოვი (რუს. Владимир Яковлевич Ворошилов; დ. 18 დეკემბერი, 1930, სიმფეროპოლი — გ. 10 მარტი, 2001,პერედელკინო) — ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ავტორი, ტელეგადაცემის "რა? სად? როდის?" შემქმნელი, რეჟისორი და წამყვანი. პროფესიით თეატრალური მხატვარი.

1989 - 2001 წლებში "რა? სად? როდის?" კლუბების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. ვოროშილოვის გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ქვრივი - ნატალია სტეცენკო.