ვოროტანის კასკადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპანდარიანის ჰესი

ვოროტანის კასკადი ან ჰიდროკასკადი[1] — მდებარეობს სომხეთში მდინარე ვოროტანზე, სიუნიქის პროვინციაში. იგი აშენდა ჰიდროელექტროსადგურების შესაქმნელად და სარწყავი წყლის უზრუნველსაყოფად. ვოროტანის კასკადი მოიცავს სამ ელექტროსადგურის სისტემასა და ხუთ წყალსაცავს.[2]სპანდარიანის წყალსაცავი კომპლექსის საწყისი წერტილია. აქედან წყალი მიედინება პრესულირებული გვირაბით სპანდარიანჰესისაკენ, შემდეგ კი გაივლის სხვა ჰესებს.კომპლექსის წყლის მარაგი ასევე გამოიყენება ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქის რაიონებში ტერიტორიების მოსარწყავად.[3], კასკადის მთლიანი დაყენებული სიმძლავრე 404.2 მეგავატს შეადგენს და ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1.16 მგვტ საათთ ელექტროენერგიას.[4] . ეს არის სომხეთის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი კომპლექსი. [3][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასკადის დაგეგმვის პროცესი 1951 წელს ჩატარებული სახელმწიფო კომისიის კონფერენციის შემდეგ დაიწყო. მოსალოდნელი იყო, რომ კასკადის გააქტიურება ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს ნახევრამდე შეამცირებდა. კომპლექსის საპროექტო სამუშაოები დაიწყო 1954 წელს და იგი შენდებოდა 1961–1989 წლებში. პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა 1970 წლის დეკემბერში, მეორის ჰესი 1978 წელს და მესამის კი 1989 წელს. [4] სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვოროტანის კასკადი ეკუთვნოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიას სომხეთენერგოს. 1997 წლისთვის კასკადი სომხეთენერგოს აღარ ეკუთვნოდა და ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ცალკეულმა კომპანიებმა შეისყიდეს[5]

კასკადის განახლება 2003 წელს დაიწყო, ევროკავშირის 2,7 მილიონიანი ევროს დაფინანსებით, რომელიც გამოყენებული იქნა ვოროტანის კასკადისა და არგელ ჰესის რეაბილიტაციისთვის. [6]სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა კომპანია „Voith Siemens Hydro Power Generation“ – მა.[6][7]

შემდეგი სარეაბილიტაციო პროექტი ამოქმედდა 2010 წელს, რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განვითარების ბანკის „KfW“ - ის მიერ 51 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით. .[8][9]

2015 წელს კომპანია „ContourGlobal“ – მა ვოროტანის კასკადის საოპერაციო კომპანია 180 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. [10]ContourGlobal– მა დაიწყო ექვსწლიანი სარემონტო პროგრამა კასკადის განახლებისა და მათი საოპერაციო მოქმედებების, ასევე უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რომლის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.[8][11] ეს არის აშშ-ს ყველაზე დიდი ინვესტიცია სომხეთში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, მთლიან ინვესტიციის 20% დააფინანსა.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Vorotan Cascade, or the ContourGlobal Hydro Cascade as it was indeed renamed after the acquisition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-24. ციტირების თარიღი: 2019-10-12.
  2. 2.0 2.1 Vorotan Hydros. Environmental & Social Review Summary. International Finance Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-10. ციტირების თარიღი: 2016-03-06.
  3. 3.0 3.1 Vorotan HPPs Cascadе. Ministry of Energy and Natural Resources of Armenia. ციტირების თარიღი: 2015-12-12.
  4. 4.0 4.1 The History of Vorotan Complex. Vorotan Complex. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 December 2015.
  5. Sargsyan, Gevorg; Balabanyan, Ani; Hankinson, Denzel (2006) From Crisis to Stability in the Armenian Power Sector: Lessons Learned from Armenia's Energy Reform Experience. World Bank, გვ. 63. ISBN 9780821365908. 
  6. 6.0 6.1 Directions of Effective Integration of the Energy Systems of the South Caucasus Countries (PDF) გვ. 222; 233; 238. International Center for Human Development (2004). ციტირების თარიღი: 2016-03-05.
  7. „Modernization of the Vorotan cascade“ (PDF). Voith Hydro. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  8. 8.0 8.1 „KfW's 51 million euro loan to be handed to new owner of Vorotan hydropower plant, minister“. ARKA. 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2016-03-06.
  9. „German Bank Loans Armenia 51 Million Euros to Repair Vital Hydro-Electric Plant“. ARKA. 2010-10-21. ციტირების თარიღი: 2016-03-06.
  10. 10.0 10.1 „ContourGlobal and the Republic of Armenia Announce Purchase of the Vorotan Hydroelectric Facility“ (პრეს-რელიზი). ContourGlobal. 2015-08-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-12-12.
  11. Воротанский каскад ГЭС в Армении: ом стоительстбо до продажи... Russian. Scientific Society of Caucasian studies (12 August 2015). ციტირების თარიღი: 12 December 2015.