ვორონოვის თეთრყვავილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვორონოვის თეთრყვავილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  თეთრყვავილა
სახეობა:  ვორონოვის თეთრყვავილა
ლათინური სახელი
Galanthus woronowii Losinsk., 1935

ვორონოვის თეთრყვავილა (ლათ. Galanthus woronowii) — ბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს პრიალა და მუქი მწვანე, ფორმით ფართოლანცეტა ფოთლები წვეტზე ჩაჩით. ყვავილები დიდი ზომისაა. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები მოგრძოკვერცხისებური და ჩაზნექილი, შიგნითა სეგმენტები ბრტყელი, წვერში ამოკვეთილი, თირკმლისებური მწვანე ლაქით. ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის პერიდია იანვარ-მარტი. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილსა, ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიაში, საქართველოში. ჩვენში ძირითადად გვხვდება დასავლეთ ნაწილში, ასევე ქართლში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ტყის პირას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 30.