ვორონინის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვორონინის აგარაკი
Дача Воронина
კოორდინატები 60°11′42″N 29°31′57″E / 60.194887° ჩ. გ. 29.532383° ა. გ. / 60.194887; 29.532383
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801390000

ვორონინის აგარაკი (რუს. Дача Воронина) — კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს დასახლება მოლოდიოჟნოეში, მისამართზე პრიმორსკის გზატკეცილი № 648, სანატორიუმ „Чёрная речка“-ს ტერიტორიის შესასვლელთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის სახლი ააგეს არქიტექტორ პეტრე პეტრეს ძე ბუკის პროექტის მიხედვით. სახლის მფლობელი ბოლო პერიოდამდე იყო ცნობილი მეცნიერი, ბოტანიკოსი მიხეილ სტეფანეს ძე ვორონინი (1838-1903 წწ.), მაგრამ ასევე არსებობდა მეცნიერის სრული თანამოსახელე ვაჭრის შვილი მიხეილ სტეფანეს ძე ვორონინი. 1912 წელს მან შეიძინა პატარა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო ნომერი 1-31) გზასთან, მაღაზიის ასაშენებლად. ეს მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზუსტად სანატორიუმის დღევანდელი მთავარი შესასვლელის ადგილზე. გარდა ამისა, აგარაკი ააშენეს 1910 წელს, მეცნიერის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ[1].

სახლი ბაღით მდებარეობდა ფინეთის ყურის ნაპირზე. შენობის დეკორატიული ელემენტები ხის ხუროთმოძღვრების შედევრია. სახლის ოთხივე ფასადი ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

ვორონინების მეზობელი იყო მწერალი ლეონიდ ანდრეევი და რუსი ეკონომისტის, ევგენი კარტავცევის ცოლი, მარია კრესტოვსკაია. ვორონინის აგარაკი აღწერა თავის მოთხრობაში „ის“ ლეონიდ ანდრეევმა, რომელმაც სტუდენტობა გაატარა ამ სახლში.

1958 წლიდან ტერიტორია გადავიდა სანატორიუმის მფლობელობაში. შენობაში კი განათავსეს ადმინისტრაციული სამსახური.

1991 წელს სახლი დაიწვა, მიუხედავად ამისა 2017 წელს იგი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кириков Б. М. (Отв. ред). Памятники истории и культуры Санкт-Петербурга, состоящие под государственной охраной. Справочник. — СПб.: НУК «Серебряный век», 2005. — С. 308. — 947 с. — ISBN 5-902238-27-7.
  • Н. В. Григорьева. Путешествие в Русскую финляндию. СПб., 2002 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дача А. А. Рейнбота («Дача М. С. Воронина»). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-12. ციტირების თარიღი: 2019-01-23.