ვოლქან ქონაქი
| ვოლქან ქონაქი | |
|---|---|
| Volkan Konak | |
|
ქონაქი 2009 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 27 თებერვალი, 1967 |
| დაბ. ადგილი | იეშილიურთი, მაჩხა, ტრაპიზონი, თურქეთი |
| გარდ. თარიღი | 31 მარტი, 2025 (58 წლის) |
| გარდ. ადგილი | ფამაგუსტა, კვიპროსი |
| დასაფლავებულია | Güney[1] [2] |
| საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, საზი, ქამანჩა |
| აქტიური | 1989-2025 |
| მეუღლე | სელმა ქონაქი[3][4] (1992-2025) |
| საიტი | volkankonak.com |
| ვოლქან ქონაქი ვიკისაწყობში | |
ვოლქან ქონაქი (თურქ. Volkan Konak; დ. 27 თებერვალი, 1967, იეშილიურთი, მაჩხა, ტრაპიზონი,[5] თურქეთი — გ. 31 მარტი, 2025, ფამაგუსტა, ჩრდილოეთი კვიპროსი) — თურქი მომღერალი, თურქული ხალხური მუსიკის შემსრულებელი. 2006 წელს გამოშვებული ალბომისთვის გადაეცა MÜ-YAP-ის ოქროს ჯილდო.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქონაქი, 1967 წელს ტრაპიზონის პროვინციის მაჩქის რაიონის სოფელ იეშილიურთში დაიბადა. დაწყებითი და საშუალო განათლების მაჩქაში მიღების შემდეგ, 1983 წელს ჩააბარა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის თურქული მუსიკის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1988 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იმავე წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხური მუსიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქონაქი, 2025 წლის 30 მარტს ჩრდილოეთი კვიპროსში გამართული კონცერტის დროს გულის შეტევა გადაიტანა, რის შედეგად ის ფამაგუსტის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, იგი 2025 წლის 31 მარტს, 00.42 საათზე გარდაიცვალა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Volkan Konak hayatını kaybetti.. Cenaze programı belli oldu — Hürriyet.
- ↑ https://www.odatv.com/magazin/volkan-konak-trabzon-mackada-ugurlaniyor-kimler-katildi-ozgur-ozel-ne-dedi-120092896
- ↑ Volkan Konak, 31 yıl sonra düğün yaptı. ციტირების თარიღი: 23.08.2023.
- ↑ Arşivlenmiş kopya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.08.2023. ციტირების თარიღი: 23 Ağustos 2023.
- ↑ Volkan Konak resmî web sitesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.07.2011. ციტირების თარიღი: 3.01.2011.
- ↑ Volkan Konak 58 yaşında hayatını kaybetti. tr.euronews.com.