ვოლფგანგ ვილჰელმი (ნოიბურგის პფალცგრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოლფგანგ ვილჰელმი (გერმ. Wolfgang Wilhelm von Pfalz-Neuburg; დ. 4 ნოემბერი, 1578, ნოიბურგი — გ. 20 მარტი, 1653, დიუსელდორფი) — ნოიბურგის პფაცლგრაფი და იულიხ-ბერგის ჰერცოგი. ფილიპ ლუდვიგ ფონ პფალც-ნოიბურგისა და ანა ფონ იულიხ-კლევ-ბერგის შვილი.

ვოფლგანგმა კათოლიკობა მიიღო და კათოლიკური ლიგისა და ესპანეთის დახმარებით გახდა იულიხ-ბერგის მემკვიდრეობისთვის ომის (1609—1614) გამარჯვებული, რის შემდეგაც იულიხისა და ბერგის ჰერცოგის ტიტული მოიპოვა.

1615 წელს გახდა ოქროს საწმისის ორდენის კავალერი.

ოცდაათწლიანი ომის დროს ვოლფგანგმა მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გაატარა, რისი წყალობითაც მისი სამფლობელოები არ დაუსუსტებია საომარ მოქმედებებს.

1636 წელს ვოლფგანგ ვილჰელმმა დედაქალაქი დიუსელდორფში გადაიტანა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლფგანგი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო (1613) მაგდალენა ბავარიელი.

მეორე ცოლი (1631) — ეკატერინა ელიზაბეტა შარლოტ ფონ პფალც-ცვაიბრიუკენი, პფაცლგრაფ იოჰან II-ის ქალიშვილი. მათი ორივე შვილი ახალგაზრდობაში დაიღუპა.

მესამე ცოლი (1651) — მარია ფრანცისკა, გრაფ ეჰონ VIII ფონ ფიურსტენბერგ-ჰაილიგენბერგის ქალიშვილი. შვილები არ ჰყოლიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]