ვოლოდიმირ სოსიურა
| ვოლოდიმირ სოსიურა | |
|---|---|
| Володимир Сосюра | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1897 (6 იანვარი, 1898) |
| დაბადების ადგილი | 1898 წლის 6 იანვარი, დებალცევე, ეკატერინოსლავის გუბერნატორი, რუსეთის იმპერია (დონბასი) |
| გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 1965[1] (67 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი |
1965 წლის 8 იანვარი (67 წლის) კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი |
| დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
| საქმიანობა | პოეტი, ვეტერანი |
| ენა | უკრაინული ენა |
| ეროვნება | უკრაინელი |
| მოქალაქეობა |
ბორისპოლი რუსეთის იმპერია უკრაინის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სსრ |
| ალმა-მატერი | ხარკოვის უნივერსიტეტი |
| ჟანრი | ლექსი და narrative poetry |
| მიმდინარეობა | პროლეტარი მწერალი, ვაპლიტე, სხვ. |
| ჯილდოები | გიყვარდეს უკრაინა (Любіть Україну), მარიას, სტალინს და ა.შ |
| მეუღლე | მარია |
| შვილ(ებ)ი | Vladimir Sosyura |
| ხელმოწერა |
|
ვოლოდიმირ მიკოლაიოვიჩ სოსიურა (უკრ.: Володимир Миколайович Сосюра; 6 იანვარი 1898 – 8 იანვარი 1965) — უკრაინელი ლირიკული პოეტი, მწერალი, უკრაინულ-საბჭოთა ომის ვეტერანი.
მოკლე ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოლოდიმირ სოსიურა დაიბადა დებალცევეს რკინიგზის სადგურის დასახლება (დღევანდელი ქალაქი დებალცევე).[2]
1909 წელს მან მუშაობა დაიწყო დონეცის სოდის ქარხანასთან ვერხნეეს დასახლებაში (დღევანდელი ლისიჩანსკის ნაწილი), სადაც იგი მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში.[2] 1914–1918 წლებში, იგი სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, იამას სარკინიგზო სადგურის დასახლებაში (დღევანდელი სივერსკი).[2] 1918 წელს სოსიურა გახდა დონეცის სოდას ქარხნის მეამბოხე მშრომელთა ჯგუფის წევრი.[2]
სოსიურა იბრძოდა პეტლიურას უკრაინული სახალხო არმიის რიგებში (მე-3 ჰაიდამაკას პოლკი, რომელიც განლაგებული იყო ბახმუტში)[3] 1918 წლის ზამთრიდან 1919 შემოდგომამდე პერიოდის განმავლობაში, სანამ დენიკინის მოხალისეთა არმია დაატყვევებდა. მას მიუსაჯეს სიკვდილი სროლის შედეგად, მაგრამ გადარჩა, რადგან ჭრილობა არასასიკვდილო გამოდგა და გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დაემხო, იგი შეუერთდა წითელ არმიას.

უკრაინაში რუსეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ (იხ. უკრაინა რუსეთის რევოლუციის შემდეგ), 1922-1923 წლებში სოსიურა სწავლობდა ხარკოვის არტემის კომუნისტურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით, 1923-1925 წლებში საჯარო განათლების ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტზე (ხარკოვი). სოსიურა გაწევრიანებული იყო უკრაინულ ლიტერატურულ ორგანიზაციებში Pluh, Hart, ვაპლიტე და პროლეტარ მწერალთა სრულიად უკრაინულi ასოციაცია.
1920-იან და 1030-იან წლებში სოსიურა ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ მისი იდეოლოგიური ერთგულება გაიხლიჩა უკრაინისა და საბჭოთა კავშირის მიმართ პატრიოტულ გრძნობებსა და მის ხშირად ცვალებად იდეოლოგიებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო უკრაინის კომუნისტური პარტიის წევრი, სოსიურა ხშირად იმყოფებოდა მასთან კონფლიქტში და ორჯერ გარიცხეს კიდეც „ნაციონალისტური ლოზუნგების“ გამო. იგი იძულებული გახდა, რომ გაევლო „ხელახალი განათლება“ ქარხანაში 1930-1931 წლებში. სოსიურას მრავალი პოემა არ გამოქვეყნებულა.
1948 წელს მას მიენიჭა სტალინის პრემიის უმაღლესი ჯილდოები, მაგრამ შემდეგ, იგი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა მისი ლექსისთვის, სახელწოდებით „გიყვარდეს უკრაინა“ (Любіть Україну), რომელიც ზედმეტად ნაციონალისტურად მიიჩნიეს რამდენიმე საბჭოთა საინფორმაციო მედია საშუალებაში, მათ შორის, „პრავდაში“. ამის შემდეგ, მისი მეუღლე დააპატიმრეს და სოსიურამ ექვსი წელი გაატარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ციხეებში. 1963 წელ, მან მოიპოვა შევჩენკოს პრემია პოემებისთვის მერცხლები მზეზე და მშრომელი ოჯახის ბედნიერებისთვის.
ვოლოდიმირ სოსიურა გარდაიცვალა კიევში 67 წლის ასაკში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ნამუშევრები მოიცავს უამრავ ლექსს, რომელიც განსხვავდება პატრიოტული ჟანრიდან სასიყვარულო ლექსებამდე, როგორიცაა გიყვარდეს უკრაინა, გვიანი ზაფხული (Babyne Lito), მარიასთვის, სტალინისთვის და მრავალი სხვა. დამატებითი წაკითხვისთვის იხილეთ აქ
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი პორტრეტი და ლექსის სათაური, „გიყვარდეს უკრაინა“, გამოსახულია ორი გრივნის საკოლექციო მონეტაზე.
უკრაინელმა კომპოზიტორმა იუდიფ გრიგორევნა როჟავსკაიამ თავისი სიმღერებისთვის სოსიურას ტექსტი გამოიყენა.[4]

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Сосюра Владимир Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Halchenko, Serhiy Anastasiyovych. (СОСЮРА ВОЛОДИМИР МИКОЛАЙОВИЧ). Encyclopedia of History of Ukraine.
- ↑ Tynchenko, Ya. Bakhmut Cossacks. Who are they? (Бахмутські козаки. Хто вони?). The Ukrainian Week. ციტირების თარიღი: 14 May 2016.
- ↑ (1987) International Encyclopedia of Women Composers. Books & Music (USA).
სასარგებლო ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Poetry of Volodymyr Sosiura
- Asher, Oksana (1959). A Ukrainian Poet in the Soviet Union. Svoboda, გვ. 19.
- Volodymyr Sosiura at Encyclopedia of Ukraine
- Volodymyr Sosiura and the Oppressors of National Spirit By Ihor Siundiukov, The Day
- Live reading during the Independence Day YouTube-ზე (in Ukrainian)
- Love Ukraine YouTube-ზე. Read by Basil Bucolic (YouTube)
- Poetry of Volodymyr Sosiura. LIbrary for kids "TOU" (in Ukrainian)