ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობისა და გატაცების მცდელობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური პორტრეტი 2019 წელს. ზელენსკი გადაურჩა მკვლელობის რამდენიმე მცდელობას 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს

უკრაინის მთავრობის ოფიციალური პირების და საინფორმაციო წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაურჩა პრორუსი და რუსი აგენტების მიერ მკვლელობისა და გატაცების მცდელობებს.[1][2]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრის სწრაფად დასასრულებლად, რუსეთი გეგმავდა ჯგუფების შეყვანას კიევში, უკრაინის დედაქალაქში, რათა გაენადგურებინა უკრაინის ხელმძღვანელობა.[3] პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „რუსეთის მთავარი განზრახვა არის ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩამოგდება, მაქსიმალური პანიკის შექმნა და საკუთარი მარიონეტული მთავრობის დამყარება“.[4]

მცდელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის მთავრობის ცნობით, 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს დაავალა უკრაინელი ლიდერების ლიკვიდაცია.[5] მარტის დასაწყისში, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ ზელენსკის მოსაკლავად გაგზავნილი ჩეჩენი კომანდოსები „ლიკვიდირებული არიან“, უკრაინის მიმართ სიმპათიური FSB-ის აგენტების დახმარებით.[6]

2022 წლის თებერვლის ბოლოსთვის ვაგნერის ჯგუფიდან 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფებოდა კიევში, ზელენსკის მკვლელობისა და მთავრობის დესტაბილიზაციის ბრძანებით.[7]

მცდელობების რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფლიქტის დროს იყო ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ზელენსკის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობების შესახებ. პრეზიდენტის მრჩეველმა პოდოლიაკმა უკრაინულ საინფორმაციო გამოშვებასთან საუბრისას ამ საკითხზე თქვა: „ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. მე მჯერა, რომ იყო ათზე მეტი მცდელობა“.[8]

გარდა ამისა, შაბათს, 2022 წლის 26 თებერვალს, კიევის გარეუბანში აღკვეთეს ჩეჩენი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი, რომლებიც სავარაუდოდ მკვლელები იყვნენ.[9]

2022 წლის მარტის დასაწყისში უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზელენსკი ერთ კვირაში სამ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. დანილოვმა აღიარა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ომის მოწინააღმდეგე დაზვერვის ოფიცრებისგან დახმარების მიღება, ეს ოფიცრები უკრაინას აწვდიდნენ ინფორმაციას ჩეჩნეთიდან მკვლელთა ორი ჯგუფის მიერ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ.[10]

პასუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ემზადებოდა ზელენსკის პოტენციური სიკვდილისთვის შეჭრაში, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Teh, Cheryl. Volodymyr Zelenskyy has survived 'more than a dozen' assassination attempts by Russian agents, says presidential aide en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-14
  2. Wagner group contractors were involved in Zelensky assassination plot, top Ukrainian official says, by CNN, David McKenzie and Ghazi Balkiz
  3. Подоляк: єдина мета Росії – зайти до Києва та знищити керівництво України uk. ციტირების თარიღი: 2022-03-14
  4. Подоляк: Одна з цілей Росії – прибрати вище керівництво України uk. ციტირების თარიღი: 2022-03-14
  5. ЗСУ знищили кадирівців, що планували вбити Зеленського - розвідка uk. ციტირების თარიღი: 2022-03-15
  6. Ball, Tom (March 10, 2022). „Spies accused of betraying Putin's Chechen units“. The Times. ციტირების თარიღი: March 13, 2022. ციტატა: „Chechen fighters loyal to the Kremlin are being betrayed by Russian spies who are leaking their whereabouts to Ukrainian forces, an aide to President Zelensky has claimed. Aleksei Arestovich said that the FSB was 'quietly passing on' information about the movements of Chechen units.“
  7. Rana, Manveen (February 28, 2022). „Volodymyr Zelensky: Russian mercenaries ordered to kill Ukraine's president“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-03-15.
  8. Brown, Lee. (2022-03-09) Zelensky has survived 'more than a dozen' assassination attempts, aide says en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-15
  9. ЗСУ знищили кадирівців, що планували вбити Зеленського - розвідка | Українська правда (2022-03-09). ციტირების თარიღი: 2022-04-29
  10. Kaonga, Gerrard. (2022-03-04) Volodymyr Zelensky survives three assassination attempts in one week en. ციტირების თარიღი: 2022-03-15
  11. Ghosh, Poulomi. (2022-03-07) 'If Zelensky is assassinated': US says Ukraine has alternative plans en. ციტირების თარიღი: 2022-03-15