ვოლოდიმირ ვაკულენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლოდიმირ ვაკულენკო
უკრ. Володи́мир Володи́мирович Вакуле́нко
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1972(1972-07-01)
დაბადების ადგილი კაპიტოლივკა, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 24 მარტი, 2022 და არაუგვიანეს 12 მაისი, 2022
გარდაცვალების ადგილი ხარკოვის ოლქი
ფსევდონიმი Володимир Вакуленко-К.
საქმიანობა ავტორი[1] , ვიკიპედიელი, საბავშვო მწერალი[1] , მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  უკრაინა[1]
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
ჯილდოები III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“

ვოლოდიმირ ვაკულენკო (უკრ. Володимир Володимирович Вакуленко; დ. 1 ივლისი, 1972, კაპიტოლოვკა, იზიუმი, ხარკივი, უკრაინის სსრ — გ. 2022, უკრაინა) — უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, პროზაიკოსი, პოეტი და თარჯიმანი. 30-მდე წიგნის ავტორი და ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.[2] უკრაინელი ვიკიპედიელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 1 ივლისს, ხარკივის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ კაპიტოლოვკაში. 1979-1987 წლებში სწავლობდა კაპიტოლოვკას საშუალო სკოლაში, ხოლო 1987-1989 წლებში კრასნოოსკოლსკის სკოლაში. 1989—1990 წლებში სწავლობდა იზიუმის 24-ე საშუალო პროფესიულ ტექნიკუმში, მზარეულ-კონდიტერის სპეციალობაზე.

2014 წლის ევრომაიდანის მონაწილე. გამოსვლების დროს, პროვოკატორებმა იგი კიევის მარიინსკის პარკში დაჭრეს. 2015 წლიდან დაკავებული იყო მოხალისეობით, იმყოფებოდა დონბასის ომის ცხელ წერტილებში.[3]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის მარტის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ხარკივის ოლქის, იზიუმის რაიონის სოფელი კაპიტოლოვკა, სადაც ვაკულენკო ცხოვრობდა, რუსებმა დაიპყრეს. ვოლოდიმირის ყოფილი ცოლის, ირინა ნოვიცკის ცნობით, ვაკულენკო რუსებმა გაიტაცეს. შემდეგ უცნობი იყო თვითონ ვაკულენკოს და მისი ვაჟის, ვიტალის ადგილსამყოფელი. პოლიციამ, გატაცების ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.[4] ბოლოს ვოლოდიმირი კავშირზე 2022 წლის 7 მარტს გამოვიდა.

სოფლის განთავისუფლების შედმეგ, ვაკულენკოს კოლეგებმა მისი დღიური იპოვეს, რომელიც მან გატაცებამდე ერთი დღით ადრე დამარხა. სამი ათეული ხელნაწერი წერილის გაშიფვრის შემდეგ, მშობლებს უნდა გადაეწყვიტათ მისი ტექსტის გამოქვეყნება, ხოლო თავად მწერალი სთხოვდა ხელნაწერების ხალხისთვის მიცემას, წარწერით — „როცა ჩვენები მოვლენ“.[5]

მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს იზიუმი, ქალაქში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხები. სექტემბრის დასაწყისისთვის იქ 400-ზე მეტი გვამი იპოვეს. დაკრძალვის პროცედურას ადგილობრივი სარიტუალო სამსახური ატარებდა, რომელმაც ასევე ადგენდა რუსების მიერ მოკლული ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ სიას. ამავე სიაში, 319 ნომრად შეიტანეს ვაკულენკოს მონაცემები.[3]

თავდაპირველად სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და 20 ოქტომბერს, „Єди́ні нови́ни“ ეთერში ხარკივის პროკურატუტის პრიკერმა განაცხადა, რომ 319 ნომრად აღმოაჩინეს უცნობი ქალის ცხედარი.

თუმცა უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი ტელე-რადიო კომპანიის გამომძიებლებმა აღმოაჩინეს 319-ე ცხედრის ფოტო, რომელიც გადაღებული იყო დაკრძალვამდე. მასზე აღბეჭდილი იყო ვოლოდიმირ ვაკულენკოს ჩაცხრილული საბუთები, ასევე ჩანდა ტატუ მკლავზე, ზუსტად ისეთივე, როგორიც მწერალს ჰქონდა. ნოემბრის ბოლოს, ვაკულენკოს სიკვდილი დნმ-ის ანალიზით დადასტურდა.[6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Catalog of the German National Library
  2. Володимир Вакуленко-К : Книги, бібліографія : проза, поезія, переклади, періодика, дитяча література, піксельні книжки. ციტირების თარიღი: 2017-04-17
  3. 3.0 3.1 «Суспільне»: ДНК-экспертиза показала, что детский писатель Владимир Вакуленко был убит во время оккупации Изюма (2022-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-29. ციტირების თარიღი: 2022-11-29
  4. В Ізюмському районі окупанти вкрали письменника та волонтера Володимира Вакуленка (10 квітня 2022). ციტირების თარიღი: 10 квітня 2022
  5. «Віддай, коли наші прийдуть»: під Ізюмом знайшли щоденник викраденого письменника Вакуленка
  6. Письменника Володимира Вакуленка вбили під час окупації — розслідування і результат ДНК
  7. Росіяни вбили дитячого письменника Вакуленка під час окупації Харківської області. ციტირების თარიღი: 2022-11-28