ვოლოდიმირ ბარვინოკი
ვოლოდიმირ ბარვინოკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 ივნისი, 1879 ან 1879[1] |
დაბ. ადგილი | ოხრამიევიჩი, სოსნიცის მაზრა, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 1943[1] |
გარდ. ადგილი | კიევი, კიევის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა სსრკ რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ისტორიკოსი[1] , თეოლოგი[1] , საეკლესიო ისტორიკოსი[1] და ბიბლიოგრაფი[1] |
მუშაობის ადგილი | სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემია, სრულიად უკრაინის არქეოლოგიური კომიტეტი |
ალმა-მატერი | კიევის სასულიერო აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ღვთისმეტყველების მაგისტრი |
შვილ(ებ)ი | ბორის ბარვინოკი |
ვოლოდიმირ ივანეს ძე ბარვინოკი (უკრ. Володимир Іванович Барвінок; დ. 22 ივლისი, 1879, სოფ. ოხრამიევიჩი — გ. 1943, კიევი) — უკრაინელი საეკლესიო ისტორიკოს-ბიზანტოლოგი, ბიბლიოგრაფი. 1905 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია, 1908 წელს — პეტერბურგის არქეოლოგიის ინსტიტუტი. 1908–1911 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1911 წელს მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი. 1917 წლის ბოლოსთვის მუშაობდა სინოდის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამავდროულად (1912–1917) ისტორიას ასწავლიდა პეტერბურგის ა. გელდის რეალურ სასწავლებელში.[2]
1918 წლიდან მუშაობდა უკრაინაში. 1919–1928 წლებში იყო სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების თანამშრომელი. 1924–1933 წლებში მუშაობდა სრულიად უკრაინის არქეოლოგიურ კომიტეტში: 1928–1930 წლებში იყო სოფიას კომისიის და სამხატვრო განყოფილების მდივანი, 1930–1933 წლებში — თვითონ არქეოლოგიური კომიტეტის მდივანი.[2]
ავტორია შრომებისა მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მოღვაწეების ისტორიის შესახებ, ისტორიულ-იურიდიული შინაარსის სტატიებისა. აღწერა კიევის ბიბლიოთეკების ძველი ნაბეჭდი გამოცემები, შეკავიცის ეკლესიები, ანდრიას ეკლესია, ლათინური და პოლონური ძველი ნაბეჭდი გამოცემები მოსკოვისა და ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგის) არქივებსა და ბიბლიოთეკებში.[2]