ვოლკ ჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პირადი ინფორმაცია
ეროვნება რუსი
დაბ. თარიღი 15 აპრილი 1961(1961-04-15) (58 წლის)
დაბ. ადგილი რსფსრ
წონა 66-70 კგ
სპორტი
ქვეყანა რუსეთი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა სამბო, შოთ ვრესთლინგი, ქეჩ ვრესთლინგი, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ, მუაუ თაი
გუნდი Russian Top Team
RusFighters Sport Club

მაგომედხან ამანულას ძე გამზათხანოვი, ცნობილი როგორც ვოლკ ჰანი (რუს. Магомедха́н Аманула́евич Гамзатха́нов, რუს. Волк-хан; დ. 15 აპრილი, 1961, ანჩიჰი, დაღესტანის ასსრ, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — რუსი პროფესიონალი მოჭიდავე და შერეული საბრძოლო ხელოვანი; ცნობილი გახდა სამბოს ტექნიკური ოსტატობით. გამზათხანოვი რუსეთს წარმოადგენდა რუსულ კლუბ „Fighting Network RINGS“-ს (ფედორ ემილიანენკოსათან, ანდრეი კოპილოვთან, ნიკოლაი ზუიევთან და მიხაილ ილუხინთან ერთად).[1]

კარიერა სამბოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოლკ ვანმა თავისუფლი სტილით ჭიდაობაში ვარჯიში კოლეჯში ყოფნის პერიოდში დაიწყო. რამდენიმე გუნდში სწავლის შემდეგ, მისმა მეგობარმა, აჰმედ შარიპოვმა ჰანი ხუთ გზის მსოფლიო ჩემპიონ ალი ალიევს წარუდგინა, რომელმაც მისი გაწვრთნის შეთავაზება მიიღო. მისი ზედამხედველობის ქვეშ, გამზათხანოვმა, 1979 წელს ნალჩიკის რეგიონალური ჩემპიონატი მოიგო. მან აგრეთვე ორჯერ მიყოლებით მოიგო სსრკ ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო საერთაშორისო ალიევის თასზე მეხუთე ადგილი დაიკავა. 1981 წელს, სსრკ-ის ორწლიანი სამხედრო სამსახურის დაწყებისთანავე, ჰანმა თავისუფალი ჭიდაობის დატოვება და სამბოში გადასვლა გადაწყვიტა; ვიქტორ ლისენკომ იგი მალევე გამოიძახა საკუთარ გუნდში (ტულაში). 1984 წელს გამზათხანოვი მოსკოვში მდებარე პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ, იგი ასპარეზობდა სსრკ სამბოს ჩემპიონატში და ტურნირი ფინალში ლეგენდარულ ალექსანდრე პუშნიტსასთან მარცხით, ვერცხლის მედლით დაასრულა. მან აგრეთვე მოიგო კალინინის საერთაშორისო ტურნირი.[2] 1991 წელს, გამზათხანოვი დაბრუნდა სსრკ ჩემპიონატში, მაგრამ იგი კვლავ ფინალში დამარცხდა (ამჯერად მურატ ხასანოვის წინააღმდეგ). ამავე წელს, იგი აკირა მაედამ შეამჩნია და მიიწვია პროფესიონალური ჭიდაობის „Fighting Network Rings“-ში; სწორედ აქ დაერქვა მას რინგის სახელი ვოლკ ჰანი.

პროფესიონალური ჭიდაობის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს, ჰანი მონაწილეობდა RINGS's Mega Battle Tournament-ში, თუმცა პირველივე რაუნდში აკირა მაედასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შემდეგ წელს, კრის დოლმანის, მიცუია ნაგაისა და ვილიე ვილიამსის მსგავსი სპორტსმენები დაამარცხა. 1994 წელს ჰანსისთვის პოპულარობის მომტანი წელი აღმოჩნდა: მან მოიგო მეგა საბრძოლო ტურნირი უილიამსის, მაედასა და ჰანს ნიჯმანის, აგრეთვე ზოუევის დამარცხებით.

1995 წლის ტურნირში იგი მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა მაედას წინააღმდეგ დამარცხდა; 1996 წელს ჰანსმა რეპუტაცია ნარუსეს, ჩუიოში კოჰსაკის, ტარიელ ბიჭაძისა და კიოში ტამურას დამარცხებით აიმაღლა. მისი უკანასკნელი პროფესიონალური ჭოდაობის მატჩი RINGS-ში 2001 წელს, ლეგენდალურ იოშიაკი ფუჯივარას წინააღმდეგ შედგა; აღნიშნული მატჩი ფრედ დასრულდა.

კარიერა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში პროფესიონალური ჭიდაობის ტურნირებში ასპარეზობის შემდეგ, ჰანი შერეულ საბრძოლო ხელოვნებისკენ გადაიხარა; აღნიშული ფორმატი RINGS-ს 2000 წელს დაემატა. მსოფლიო დონის სამბოს უნარების გამო, მისი შერეულ საბრძოლო ხელვნებაში გადასვლა მოსალოდნელი იყო. RINGS-ის ახალწვეულის, იასუჰუტო ნამაკავას წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ვოლკ ჰანმა საკუთარი უნარები ამერიკელი მოჭიდავის და მარკ კოლმენის თანაგუნდელის, ბრანდენ ლი ჰუნკლის წინააღმდეგ შეხვედრაში წარმოაჩინა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Fighting Network Rings“-ში ჰანის მიღწევები შემდეგნაირია: იგი არის 1994 და 1996 წლის მეგა საბრძოლო ტურნირის გამარჯვებული; აგრეთვე 1995 და 1997 წლების მეგა საბრძოლო ტურნირების სახევარფინალისტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-08-26. წაკითხვის თარიღი: 2010-04-08.
  2. 2014 Wrestling Observer Hall of Fame candidate profile: Volk Han (12 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2014-09-12.