ვოლკონსკის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოლკონსკის ელჩობა1637-1640 წლების რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. საქართველოში გამოემგზავრა თეიმურაზ I-ის ელჩთან ბერძენ მიტროპოლიტ ნიკიფორესთან მოლაპარაკების (1637, ივნისი) შემდეგ, ელჩობაში მონაწილეობდნენ. თავადი თედორე ვოლკონსკი, დიაკი არტემ ხვატოვი, თარჯიმნები, სასულიერო პირები, მხატვრები და ხელოსნები. 1637 წლის ოქტომბერში ვოლკონსკის ელჩობა რუსეთიდან გამოემგზავრა და 1638 წლის სექტემბერში თერგის გზით ალავერდში ჩავიდა. ელჩებმა თეიმურაზ I-ს რუსეთის ხელმწიფის წერილი გადასცეს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ რუსეთი კისრულობდა მტრებისაგან დაეცვა ივერიის ქვეყანა. კახეთის მეფე ითხოვდა: რუსეთს კახეთის ახლოს ციხესიმაგრე აეგო და იქ 2000 კაცი ჩაეყენებინა. ეშუამდგომლა ირანთან, რათა შაჰს თეიმურაზისათვის დაებრუნებინა ქართლი.

1639 წლის აპრილში მოლაპარაკება განახლდა ზაგემში. ქართველმა დიპლომატებმა ფიცის წიგნის საკუთარი პროექტი წარადგინეს, მაგრამ რუსმა ელჩებმა მოითხოვეს რუსეთში შედგენილი ფიცის წიგნის უცვლელად მიღება. 1936 წლის 23 აპრილს თეიმურაზ I-მა, ხოლო 25 აპრილს კახელმა დიდებულებმა, ხელი მოაწერეს რუსეთის ერთგულების ფიცის წიგნს. 1640 წლის იანვარში ვოლკონსკის ელჩობა ქართველთა ელჩის ნიკიფორეს თანხლებით მოსკოვში დაბრუნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Белокуров С. А., Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637-1640), «Христианское чтение», 1884, кн. 3-4;
  • Полиевктов М. А., Материалы по истории грузино-русских взаимоотношений. 1615-1640, Тб., 1937;