ვოლვა (მიკოლოგია)
მიკოლოგიაში ვოლვა არის სოკოს ფეხის ძირში არსებული თასისებრი სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს საერთო საბურველის ნარჩენს,[1] ან პერიდიუმის ნარჩენს, რომელიც გარს აკრავს გასტერომიცეტი სოკოების მოუმწიფებელ ნაყოფსხეულებს.[2] ეს მაკრონიშანი მნიშვნელოვანია ველური სოკოების იდენტიფიცირებისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ადვილად შესამჩნევ, ტაქსონომიურად ფასეულ მახასიათებელს, რომელიც ხშირად მიუთითებს სოკოს კუთვნილებაზე ამანიტას (ლათ. Amanitaceae) ოჯახთან. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გამო, რომ აღნიშნულ ოჯახში სასიკვდილოდ შხამიანი სახეობების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა შედის.
სოკოს ვოლვა ხშირად ნაწილობრივ ან მთლიანად არის მიწაში ჩაფლული.[3] გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სოკოს მოჭრა ან უბრალოდ მოგლეჯვა და მისი შემდგომი იდენტიფიცირება ამ ნიშნის გარეშე, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლვა ყველაზე მეტად დამახასიათებელია ამანიტასა და ქვეყნისგულისებრთა (ლათ. Phallaceae) ოჯახებისთვის (ისევე როგორც ქვეყნისგულისნაირთა რიგის სხვა სოკოებისთვის), ის ასევე შეიძლება გვხვდებოდეს სხვა გვარებშიც, მათ შორის: ვოლვარიელა, ვოლვოპლუტეუსი, ვოლვანარიუსი, და ბატარეა.
ზოგიერთ სხვა სახეობას, როგორებიცაა Leucocoprinus amanitoides, Leucoagaricus volvatus და Leucoagaricus bivelatus, აგრეთვე ახასიათებს ვოლვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ამ გვარებისთვის ტიპური არ არის.[4]
კონოციბეს გვარში აღწერილი თითქმის 300 სახეობის უმრავლესობას ვოლვა არ გააჩნია, თუმცა კონოციბეს სინეგერელას სექციაში შემავალ სახეობათა მცირე რაოდენობას აქვს პატარა ვოლვა; ზოგიერთ მათგანში ეს ნიშანი შეიძლება ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყოს, რადგან ისინი შესაძლოა ნაკელში დარჩნენ ჩაფლული. ვოლვის მქონე კონოციბეს სახეობებს შორისაა: C. anthuriae,[5] C. corneri,[6] C. hornana, C. locellina,[5] C. vaginata,[6] C. volvata,[7] C. volviornata[8] და C. volviradicata.[9]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (2008) Dictionary of the Fungi, 10th, Wallingford, UK: CAB International, გვ. 727. ISBN 978-0-85199-826-8.
- ↑ (1988) Gasteromycetes: Morphological and Developmental Features, with Keys to the Orders, Families, and Genera. Eureka, California: Mad River Press, გვ. 133. ISBN 0-916422-74-7.
- ↑ Kuo M. (2007). 100 Edible Mushrooms. Ann Arbor, Michigan: The University of Michigan Press, გვ. 45. ISBN 978-0-472-03126-9.
- ↑ Akers, Brian P.; Ovrebo, Clark L. (2005). „Leucoagaricus bivelatus, a new volvate leptoid species“. Mycotaxon. 91: 303–308.
- 1 2 Watling, Roy; Hausknecht, Anton (1997). „Conocybe anthuriae, a new volvate species from Mauritius (Africa)“ (PDF). Österreichische Zeitschrift für Pilzkunde. 6.
- 1 2 Watling, Roy (1979). „Observations on the Bolbitiaceae XVII Volvate Species of Conocybe“ (PDF). Sydowia Beihefte. 8: 401–415.
- ↑ Agretious Thomas, K.; Hausknecht, Anton; Manimohan, P. (2001). „Bolbitiaceae of Kerala State, India: New species and new and noteworthy records“ (PDF). Österreichische Zeitschrift für Pilzkunde. 10: 87–114.
- ↑ Horak, Egon; Hausknecht, Anton; Desjardin, Dennis E. (2002). „Notes on extra-European taxa of Bolbitiaceae (Agaricales, Basidiomycota)“ (PDF). Österreichische Zeitschrift für Pilzkunde. 11: 226.
- ↑ Watling, Roy; Işiloğlu, Mustafa; Sermenli, Hayrünisa Baş (2011-02-11). „Observations on the Bolbitiaceae 31. Conocybe volviradicata sp. nov“. Mycotaxon. 114 (1): 145–149. doi:10.5248/114.145.