ვოლგოდონის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლგოდონის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
47°27′43″ ჩ. გ. 41°50′38″ ა. გ. / 47.4622194° ჩ. გ. 41.8438889° ა. გ. / 47.4622194; 41.8438889
დაარსდა 1998
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა რომანოვსკაია, როსტოვის ოლქი
დირექტორი ნადეჟდა კუფილოვა
Map

ვოლგოდონის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Музей краеведения Волгодонского района) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სტანიცა რომანოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1998 წელს. მუზეუმის დირექტორია ნადეჟდა კუფილოვა[1] (სხვა მონაცემებით ე. სარნავსკაია[2]). მუზეუმი მდებარეობს 1908 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ოფიციალური სახელია „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება ვოლგოდონის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“[2]. მუზეუმი შედის რუსეთის ფედერაციის ტურისტული მარშუტების სიაში[3].

მუზეუმის მისამართი: 347350, როსტოვის ოლქი, სტანიცა რომანოვსკაია, გამარჯვების 50-ე წლისთავის ქუჩა № 71.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ძველი ნივთების შენახვა და გამოფენა. ვოლგოდონის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სახალხო ტრადიციების, რიტუალების აღორძინება და დაცვა.

მუზეუმი დაკავებულია ეპოსის, ეთნოგრაფიის, ადგილობრივი მოსახლეობის ფოლკლორის შესწავლით. აგროვებენ და ავრცელებენ ისტორიულ მასალებს სოფლების, ხუტორების, სტანიცების დაარსების შესახებ და მუშაობენ მათი სახელწოდებების წარმოშობის ისტორიაზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაზე. ამ მიზნით იმართება შეხვედრები, საღამოები, ლექციები, ექსკურსიები, ეწყობა თემატური გამოფენები. მუზეუმში მიმდინარეობს სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

მუზეუმთან მოქმედებს პატრიოტული სექცია „ჯარისკაცის მედალიონი“, მათ აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების უსახელო საფლავები, აღადგინეს დაღუპული მეომრების სახელები[1].

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში მუდმივად გამოფენილია ექსპოზიციები: „რომანოვების იატაკქვეშეთი“, „გამარჯვებულები“, „დონელი კაზაკების ყოფა-ცხოვრების საგნები“, „ოთახი“.

დამთვალიერებლთა ყურადღებას იპყრობს იშვიატი დოკუმენტები, რომანოვების ფოტოები, მათი მოღვაწეობისა და დაღუპვის ამსახველი ისტორიული მასალები. მუზეუმში დაცულია სტანიცის მაკეტი მასშტაბით 1:5-ზე[4].

ამჟამად მუზეუმის ძირითდი ფონდი მოიცავს 1 097 ერთეულს. სასწავლო-დამხმარე კი — 608-ს[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Муниципальное учреждение культуры "Музей краеведения Волгодонского района". Оф. портал Волгодонского района Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  2. 2.0 2.1 Муниципальное бюджетное учреждение культуры "Музей краеведения Волгодонского района". Официальный сайт РФ для размещения информации о государственных (муниципальных) учреждениях. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  3. Музейное дело. Министерство Культуры Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  4. Казачий быт воссоздали в краеведческом музее станицы Романовской. Телерадиокомпания «Дон-ТР» (15.10.2013). ციტირების თარიღი: 2013-11-23.