ვოლგოგრადის სულიწმინდის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვოლგოგრადის სულიწმინდის მონასტერი
Svyato-Duhov Monastery in Tsaritsyn.jpg

მონასტერი ოქტომბრის რევოლუციამდე

ვოლგოგრადის სულიწმინდის მონასტერი — რუსეთი
ვოლგოგრადის სულიწმინდის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°43′07″ ჩ. გ. 44°30′14″ ა. გ. / 48.71861° ჩ. გ. 44.50389° ა. გ. / 48.71861; 44.50389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ვოლგოგრადი
სასულიერო სტატუსი მამათა მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XX საუკუნე

ვოლგოგრადის სულიწმინდის მონასტერი (რუს. Свято-Духов монастырь) — მამათა მოქმედი მართლმადიდებლური მონასტერი ვოგოგრადში. შენდებოდა 1908-1911 წლებში. მონასტერი დააარსა 1912 წელს ილიოდორ ტრუფანოვმა სარატოვისა და ცარიცინის ეპისკოპოსის გერმოგენ დოლგანიოვის ლოცვა-კურთხევით.

1913 წელს დედათა მონასტრად გადაკეთდა, დახურეს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში 1918 წელს. მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო გამოსასწორებელი კოლონია, კომუნა, საბავშვო სახლი, საერთო საცხოვრებელი, სარემონტო სახელოსნო და სამხედრო ნაწილი. ხელახლა გაიხსნა 1992 წელს ვოლგოგრადისა და კამიშინის მთავარეპისკოპოსის გერმანეს წყალობით. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოგრადის ეპარქიას.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი მდებარეობს ვოლგოგრადის ძერჟინსკის რაიონში, სიბირ-გორის მაღლობზე, ორი მთავარი მაგისტრალის გადაკვეთაზე, რომელიც გაივლის მთელ ქალაქს და რომელიც მოსკოვის მხრიდან მოემართება (ამ ქუჩას მარშალ ჟუკოვის პროსპექტი ეწოდება). დანარჩენი ორი მხრიდან მონასტერს ესაზღვრება ჩაპაევისა და ონეგის ქუჩები.

მონასტრის ოფიციალური მისამართია: რუსეთი, 400132, ვოლგოგრადი, ჩაპაევის ქუჩა 26.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის ტერიტორია ქალაქის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და ყველაზე ადრე მიატოვეს. ბინების სამშენებლო კომიტეტი დაარსდა 1903 წლის 16 მაისს[1], ხოლო 1904 წლის 17 თებერვალს ქალაქის დუმამ დაამტკიცა მიწის ნაკვეთის გადაცემა სარატოვის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეტოქისთვის, ეპარქიაში ცარიცინი იყო მნიშვნელობით მეორე ქალაქი. 1905 წელს აქ აღმართეს პირველი შენობა: საზაფხულო ეკლესია მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის სახელზე, რომელიც თავდაპირველად იტევდა 100 ადამიანს[2]. შენობის ავტორი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ეპარქიის არქიტექტორი ალექსი სალკო. სატრაპეზო და სამრეკლო ააშენეს დაახლოებით 1907 წელს, 28 ოქტომბერს მოხდა კურთხევა[3].

1913 წელს სულიწმინდის მამათა მონასტერი დედათა მონასტრად გადააკეთეს.

1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი დახურა, ხოლო შენობა დაიკავა სხვადასხვა სახის დაწესებულებებმა. დიდი სამამულო ომის წლებში აქ განთავსებული იყო სარემონტო სახელოსნო, ხოლო შემდეგ - სამხედრო ნაწილი.

ხოხბების საშენი სხვა იშვიათ ფრინველებთან ერთად მონასტერში გაიხსნა 2010 წელს[4] . ხოხბების საშენის კეთილმწყობით დაკავდნენ ბერები და მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტები.

მონასტერს 2011 წელს მიაწერეს იოანე ღვთისმეტყველის სამლოცველო, რომელიც მდებარეობდა მდინარე ცარიცის ნაპირზე მეორე მაგისტრალზე.

2012 წლისათვის მონასტრის ბერების რაოდენობა 13 ადამიანს შეადგენდა[5].

წინამძღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის პირველი წინამძღვარი 1912 წლის აპრილში გახდა ირინარქ შემანოვსკი, რომელიც ცარიცინამდე 13 წელი ხელმძღვანელობდა იამალის[6] მართლმადიდებლურ მისიას (სალეხარდის მთავარი მუზეუმი ამჟამად მის სახელს ატარებს)[7]. რამდენიმე თვეში იგი კორეის მისიის სახელმძღვანელოდ გააგზავნეს სეულში.

1912 წლის 8 აგვისტოდან მონასტერს დროებით მართავდა ვლადიმირ ტერენტევი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა გადასახლებაში და სარატოვის ეკლესიამ აღიარა ადგილობრივ წმინდანად[8].

დედათა მონასტრად გადაკეთების შემდეგ მისი წინამძღვარი გახდა იღუმენია პავლა ლიპოვსკაია, მან გახსნა მონასტერში სამრევლო სკოლა და ორგანიზება გაუკეთა ზამთრის ეკლესიის მშენებლობას, რომელიც სულიწმინდის ეკლესიას მიაშენეს დასავლეთ მხარეს[9]. 1918 წლის შემდეგ იღუმენია პავლა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

1992 წლიდან წინამძღვრის მოვალეობას ასრულებდა ვოლგოგრადისა და კამიშინის მიტროპოლიტი გერმანი, შემდეგ იღუმენი ვარსონოფეი (ლავრიშევი). 2011 წელს მისი თხოვნით იღუმენად დანიშნეს გავრილ კულიკოვი[10].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Свято-Духовский мужской монастырь. Сайт «Волгоград православный». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  2. Свято-Духов (мужской) монастырь. Сайт имени святого преподобного Серафима Саровского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  3. История до разрушения. Официальный сайт Свято-Духовского мужского монастыря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  4. Волгоградский Свято-Духов мужской монастырь. Проект «Мирознай». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  5. История после разрушения. Официальный сайт Свято-Духовского мужского монастыря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  6. Липатова Л. И.С.Шемановский — обдорский просветитель // «Наше наследие» : историко-культурный журнал. — 2008. — Т. 87.
  7. Поленова Г. А. Опыт сотрудничества музейной библиотеки и издательства по созданию электронного ресурса «Север в описаниях путешественников» на основе наследия И. С. Шемановского. — 2012.
  8. Святой преподобноисповедник Владимир игумен, Зосимовский, память 18 февраля (3 марта). Информационно-аналитический портал Саратовской и Вольской епархии «Православие и современность». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-07. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  9. Дубаков А. В., Серебряная В. В.. Волгоградский в честь Сошествия Святого Духа на Апостолов мужской монастырь. Православная энциклопедия под редакцией Патриарха Московского и всея Руси Кирилла. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.
  10. Назначение новых игуменов монастырей Волгоградской епархии. Официальный сайт Волжского благочиния. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-06. ციტირების თარიღი: 2012-07-21.