ვოლგოგრადის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვოლგოგრადის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
Church of St. John the Forerunner in Volgograd 001.jpg
ვოლგოგრადის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 48°40′04″ ჩ. გ. 44°30′53″ ა. გ. / 48.66778° ჩ. გ. 44.51472° ა. გ. / 48.66778; 44.51472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ვოლგოგრადი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

ვოლგოგრადის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Предтечи) — პირველი მართლმადიდებლური ეკლესია ვოლგოგრადში (ძველ ცარიცინში). ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1589 წლის 2 ივლისს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოგრადის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე ნათლისმცემლის ეკლსიის მშენებლობა ცარიცინში დაიწყეს 1589 წლის 2 ივლისს. ნაგებობა აშენებიდან 10 წლის შემდეგ დაიწვა, აღადგინეს 1615 წელს. 1664 წელს ეკლესია ქვისაგან ააშენეს და გახდა ცარიცინის პირველი ქვის ნაგებობა. სტეფანე რაზინის ჯარისკაცების მიერ 1670 წელს ცარიცინის აღების შემდეგაც მოქმედებდა. 1704 წელს ააშენეს იმ პერიოდისათვის ტიპური ახალი ტაძარი.

პეტრე I დიდი ესტუმრა ეკლესიას. 1722 წლის ბოლოს პეტრე I დიდის ბრძანებითბეკლესიას მიაშენეს ეგვტერი. ეკატერინე II-ის მეფობისას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გახდა სამრევლო.

მრევლთან საბჭოთა პერიოდში სიტუაცა საკმაოდ გამწვავდა. ეკლესიის ჭურჭელი 1922 წელს დაიტაცეს. 1932 წელს ტაძრიდან ჩამოხსნეს ზარები და ხატები, ხოლო 27 თებერვალს ტაძარი დახურეს. 1932 წლის 3 აპრილს ტაძარი ააფეთქეს. მის ადგილზე კი ააშენეს რესტორანი. სტალინგრადის ბრძოლის დროს მას იყენებდნენ გერმანელები.

XX საუკუნის 90-იან წლებში მიიღეს ეკლესის აღდგენის გადაწყვეტილება. 1995 წლის 10 სექტემბერს აკურთხეს მშენებლობის ადგილი და საფუძველი ჩაუყარეს ეკლესიის მშენებლობას. ტაძარი გაიხსნა 2000 წელს. ახლად გახსნილ ტაძარში პირველი ლიტურგია აღავლინეს 2001 წლის აღდგომის დღესასწაულზე. ტაძრის წინამძღვრად ითვლება თავად ვოლგოგრადის მიტროპოლიტი გერმანე.

ტაძრის მოხატვის ესკიზები შექმნა რუსეთის ფედერაციის დამსახურებულმა მხატვარმა ანდრეი ვისტროპოვმა. ფერწერა არასოდეს არ განხორციელებულა, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ფერწერა იქნება „სიახლე“. ვისტროპოვმა უარყო მოხატვის რეალიზაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ирина Мудрова. Великие монастыри. 100 святынь православия. — Litres, 2010. — 436 с. — ISBN 9785457041257.
  • Александр Материкин. Храм Иоанна Предтечи: страницы истории города Царицына и его первой церкви. — Волгоградский ком-т по печати и информации, 1999. — 174 с. — (Храмы Царицына).
  • Сергей Иванов, Василий Супрун. Храмы Царицына, Сталинграда, Волгограда. — Волгоградский гос. ин-т повышения квалификации, 2003. — 239 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]