ვოლგა-კამის ბანკის შენობა (დონის როსტოვი)
ვოლგა-კამის ბანკის შენობა რუს. Здание Волжско-Камского банка | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′19″N 39°42′55″E / 47.222078° ჩ. გ. 39.715394° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ალექსეი ბეკეტოვი |
ტიპი | მოდერნი |
დასრულების თარიღი | 1906-1909 |
![]() |
ვოლგა-კამის ბანკის შენობა (რუს. Здание Волжско-Камского банка) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში ალექსეი ბეკეტოვის პროექტის მიხედვით მოდერნის სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით[1]. საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო პიონერთა სასახლე[2]. ამჟამად შენობაში მდებარეობს ბავშვთა შემოქმედების სასახლე. ვოლგა-კამის ბანკის შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის ბოლოს ვოლგა-კამის ბანკი იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი რუსეთში. 1892 წელს ბანკმა გახსნა თავისი განყოფილება როსტოვში. თავდაპირველად ბანკმა იქირავა სათავსო. 1897 წლამდე ბანკი განთავსებული იყო ვაჭარ იაშჩენკოს სახლში, შემდეგ კი ვაჭარ გენჩ-ოგლუევის სახლში. ბანკის განყოფილებისათვის საკუთარი სახლის ასაშენებლად მოიწვიეს ხარკოველი არქიტექტორი ალექსეი ბეკეტოვი. სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1906-1909 წლებში[4]. პირველ სართულზე განთავსდა სავაჭრო სათავსოები, ხოლო დანარჩენ სართულზე ბანკი[2].
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია, მაგრამ არ დაუკარგავს თავისი დანიშნულება. 1925 წლის მონაცემებით შენობაში განთავსებული იყო სახელმწიფო ბანკის ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კანტორა[5]. 1936 წლის 23 მაისს შენობაში საზეიმოდ გახსნეს პიონერთა სასახლე[6].
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა თითქმის არ დაზარალებულა. დაზიანდა მხოლოდ სახურავის ნაწილი. 1947 წელს შენობა აღადგინეს არქიტეტორ ლეონიდ ებერგის ხელმძღვანელობით[5].
1999 წელს წარიმართა ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს XX საუკუნის ბოლოს დაკარგული ატლანტების გამოსახულება. მთავარ შესასვლელთან აღადგინეს ისტორიული წარწერა „ვოლგა-კამის ბანკი“. რესტავრაცია ჩაუტარეს თაბაშირის რამდენიმე ფიგურას[4].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 144—145. — ISBN 5-8456-0489-3.
- ↑ 2.0 2.1 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 70—71.
- ↑ г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
- ↑ 4.0 4.1 Волошинова Л. Ф. Творения московских и петербургских зодчих в Ростове-на-Дону. — Ростов-на-Дону: «Новая книга», 2002. — С. 40—45. — ISBN 5-86692-216-9.
- ↑ 5.0 5.1 Здание правления Волжско-Камского банка в г.Ростове-на-Дону. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-08-08.
- ↑ О Дворце. Дворец Творчества Детей и Молодежи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2013-08-08.