ვოიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოიაკი (პოლ. Wojak; მებრძოლი, მეომარი), ასევე ცნობილი როგორც „გრძნობა, როდესაც“ — პოპულარული ინტერნეტ მიმი. გამოსახულება შავთეთრი, მელოტი და ჩაფიქრებული კაცის, რომელიც გამოიყენება ისეთი ემოციების გამოსახატავად, როგორიცაა: მელანქოლია, სინანული ან მარტოობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად Wojak („ვოიაკი“) გერმანულ იმიჯბორდ Krautchan-ის ინტერნაციონალურ განყოფილებაში ერთ-ერთი პოლონელი მომხმარებლის მეტსახელი იყო.[1] მან დაიწყო ფოტოების ატვირთვა, რომელიც შემდეგ, დაახლოებით 2010 წელს, ცნობილი გახდა როგორც „ვოიაკი“. ფოტოსურათს თან ზდევდა ფრაზა „გრძნობა, როდესაც X“.[2] ის გავრცელდა სხვა ინტერნაციონალურ იმიჯბორდებზეც, მათ შორის 4chan-ზე, სადაც 2011 წელს ვოიაკის ორმა გამოსახულებამ, წარწერით „I know that feel bro“-მ (ვიცი ეს გრძნობა ძმაო) მოიპოვა პოპულარობა. ვოიაკის გამოსახულება ასევე წყვილდებოდა ფრაზებთან „ეს გრძნობა“ ან „გრძნობა როდესაც“.[1] შემდგომი ვარიანტები ხშირად გამოისახებოდა Pepe the Frog-თან ერთად.[3]

2016 წელს გამოჩნდა ვოიაკის დამცინავი ან რეფორმირებული ბუნება (ასევე ცნობილი, როგორც Brainlets „პატარატვინა“), რომელიც გამოიყენებოდა, როგორც ინტელექტუალურ მოსაზრებაზე დაცინვის საშუალება.[4] 2018 წელს კრიპტოვალუტის კოლაფსთან დაკავშირებით შეიქმნა ვარდისფერი ვოიაკი, რომელიც 4chan-ის /biz/ განყოფილებაში გამოიყენებოდა კრიპტოვალუტით მოვაჭრეების მიერ, რათა გამოეხატათ მწუხარება დანაკარგზე.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Brown, Elizabeth Nolan. „That Feeling When...“. Bustle (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-19.
  2. Feldman, Brian. What 4chan Memes Will Go Mainstream in 2017? en. ციტირების თარიღი: 2019-02-09
  3. „The Creator of Pepe the Frog Talks About Making Comics in the Post-Meme World“. Vice (ინგლისური). 2015-07-28. ციტირების თარიღი: 2018-10-19.
  4. Feldman, Brian. „People Are Arguing About the Size of Their Brains Using MS-Paint Illustrations“. Intelligencer (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-19.
  5. „Bogs and Wojaks: How Crypto Memes Help Traders Deal with the Downturn – Bitcoin News“. Bitcoin.com (ინგლისური). 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2018-10-19.
  6. The Cryptocurrency Markets Are Having an Interesting Week en-US (2018-02-02). ციტირების თარიღი: 2019-02-09