შინაარსზე გადასვლა

ვლადისლავ გოროდეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადისლავ გოროდეცკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 მაისი (4 ივნისი), 1863
დაბ. ადგილი შოლუდკი
გარდ. თარიღი 3 იანვარი, 1930(1930-01-03) (66 წლის)
გარდ. ადგილი თეირანი
დასაფლავებულია Polish War Cemetery in Tehran
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პოლონეთი
მნიშვნელოვანი პროექტები St. Nicholas Roman Catholic Church, Kyiv და სახლი ქიმერებით

ვლადისლავ გოროდეცკი (ნამდვილი სახელი - ლეშეკ დეზიდერი ვლადისლავ გოროდეცკი, პოლ. Leszek Władysław Horodecki; დ. 23 მაისი [4 ივნისი] – გ. 3 იანვარი , 1930) — პოლონური წარმოშობის რუსი არქიტექტორი, რომელიც ძირითადად მუშაობდა უკრაინაში (კიევში), ხოლო 1920 წელს ემიგრაციის შემდეგ — პოლონეთსა და თეირანში (სპარსეთი).

ვლადისლავ გოროდეცკი დაიბადა 1863 წლის მაისში პოდოლიის დიდგვაროვან ოჯახში, სოფელ შელუდკში (ამჟამად ვინიციის ოლქის ნემირივის რაიონში). 1890 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. იმავე წელს გადავიდა კიევში, სადაც 30 წელი ცხოვრობდა. ნ. დემინის მიხედვით, ვ. გოროდეცკი არის ერთ-ერთი არქიტექტორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კიევის არქიტექტურული იმიჯის ჩამოყალიბებაში.[2]

გოროდეცკი იყო კიევის მახლობლად მდებარე ცემენტის ქარხნის მფლობელი და თავისი პროექტების უმეტესობას საკუთარი ბეტონით ასრულებდა.

გოროდეცკის უყვარდა მოგზაურობა. 20 წლის განმავლობაში გოროდეცკიმ მან ხუთი ექსკურსია მოაწყო ციმბირის, შუა აზიის, სპარსეთისა და ავღანეთის სხვადასხვა ადგილებში. 1911 წელს აისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება და იმოგზაურა ტროპიკულ აფრიკაში. მოგზაურობის შთაბეჭდილების ქვეშ გამოსცა თავისი ცნობილი წიგნი „აფრიკის ჯუნგლებში. მონადირის დღიური.“ ამ წიგნის პირველი შეზღუდული გამოცემა (500 ეგზემპლარი) 1914 წელს გამოვიდა.

1920 წელს ემიგრაციაში წავიდა პოლონეთში. 1928 წელს, ამერიკულმა კომპანიამ, რომელმაც ინვესტიცია ჩადო გოროდეცკის საქმიანობაში პოლონეთში, მიიწვია იგი სპარსეთის რკინიგზის მშენებლობის სინდიკატის მთავარ არქიტექტორად და ის გადავიდა თეირანში. 1930 წლის 3 იანვარს ვლადისლავ გოროდეცკი გარდაიცვალა. დაკრძალულია თეირანში, დოლაბის რომაულ კათოლიკურ სასაფლაოზე.


არქიტექტორის პატივსაცემად, დამოუკიდებლობის მოედნიდან ქიმერებიან შენობამდე მიმავალ ყოფილი ნიკოლაევსკაიას ქუჩას ეწოდა არქიტექტორ გოროდეცკის სახელობის ქუჩა.

2004 წელს კიევის პასაჟში დაიდგა ვლადისლავ გოროდეცკის ძეგლი. ერთ დროს არქიტექტორი ადგილობრივ ყავის მაღაზიებს ხშირად სტუმრობდა. მოქანდაკე ვლადიმერ შჩურმა გამოსახა იგი ყავის ფინჯანთან ერთად მჯდომარე მაგიდასთან, რომელზეც დევს გოროდეცკის მიერ დაწერილი წიგნი „აფრიკის ჯუნგლებში. მონადირის დღიური.“ არქიტექტორი ასევე იყო გულანთებული მონადირე, მოგზაური და ამ ჩანაწერებში აღწერა საკუთარი შთაბეჭდილებები კენიაში საფარის შესახებ. წიგნის მდიდრული გამოცემა გამოვიდა 1914 წელს.

  • Малаков, Дмитро. Архітектор Городецький. Киев: Кий, 1999. ISBN 966-7161-30-7
  • A. Маслюков, М. Ганцева «Киев в стиле модерн».
  • Юнаков О. Архитектор Иосиф Каракис. — Нью-Йорк: Алмаз, 2016. — 544 с. — ISBN 978-1-68082-000-3.
  1. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #122680561 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ Юнаков 2016.