შინაარსზე გადასვლა

ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
2 თებერვალი, 1983 (1983-02-02) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ტალინი, ესტონეთი
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1991–2001 პუუმა ტალინი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2004 ლევადია 80 (25)
2004–2006 ბრიუსელი 8 (0)
2005   ეუპენი 8 (1)
2006 ლევადია 8 (4)
2007–2008 ტორპედო მ. 50 (12)
2009 სირიანსკა 17 (2)
2009 ლუჩ-ენერგია 8 (0)
2010 ნეფთჩი 9 (1)
2010–2011 ლევადია 0 (0)
2011–2012 ხიმკი 39 (4)
2012 დინამო თბ. 13 (1)
2013–2015 ნომე კალიუ 43 (28)
2014   ჰაინიუ 28 (5)
2016–2017 ტალინი 59 (20)
სულ 370 (103)
ეროვნული ნაკრები
2000 ესტონეთი 19 1 (0)
2001–2003 ესტონეთი 21 9 (0)
2007–2013 ესტონეთი 36 (4)
სამწვრთნელო კარიერა
2018– ლევადია (სპ. დირექტორი.)
2018– ესტონეთი 17 (მწვრთნელი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 იანვარი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 იანვარი, 2018

ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი (რუს. Владимир Воскобойников; დ. 2 თებერვალი, 1983; ტალინი, ესტონეთი) — რუსული წარმოშობის ესტონელი ფეხბურთელი. 2018 წლიდან საფეხბურთო კლუბ ტალინის „ლევადიას“ სპორტული დირექტორი.

ვოსკობოინიკოვმა კარიერა დაიწყო ტალინის „პუუმაში“, სადაც თამაშობდა 1991–2000 წლებში.[1]

18 წლის ასაკში ვოსკობოინიკოვი გადავიდა ტალინის „ლევადიაში“, ესტონეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში. შემდეგ ის გადავიდა ბელგიურ „ბრიუსელში“, შემდეგ კი იჯაროთ „ეუპენში“. შემდეგ კი კვლავ ესტონეთში დაბრუნდა.

შემდეგ იჯარით გადავიდა რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ „ტორპედოში“, მაგრამ 2007 წლის ივლისში გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი.

2009 წლის 27 მარტს გადავიდა შვედეთის სუპერეტას კლუბ „სირიანსკაში“.[2] მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი აკავშირებდა მოსკოვის „ტორპედოსთან“, ის შვედურ კლუბს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, რადგან რუსეთში არსებული წესის მიხედვით პირველ ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა ლეგიონერს.

2010 წლის იანვარში ის შეუერთდა აზერბაიჯანულ „ნეფტჩის“.[3]

2010 წლის აგვისტოში ის შეუერთდა „ლევადიას“.[4]

2011 წლის თებერვალში, ის გადავიდა რუსულ „ხიმკიში“.[5]

2012 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

სეზონი ჩემპიონატის დონე კლუბი ჩემპიონატი რეზერვი თასი ევროთასები
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
2001 1 ლევადია 0 0 27 6
2002 0 0 14 5
2003 4 0 17 5
2004 18 9 0 0
2004–05 1 ბრიუსელი 8 0
2 ეუპენი 8 1
2005–06 1 ბრიუსელი 0 0
2006 1 ლევადია 8 4
2007 2 ტორპედო მოსკოვი 26 9
2008 24 3
2009 2 სირიანსკა 17 2
2 ლუჩ-ენერგია 8 0
2009–10 1 ნეფტჩი 8 1 2 0

ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში ვოსკობოინიკოვს ამ დროისთვის ჩატარებული აქვს 33 მატჩი და გატანილი აქვს 4 გოლი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 2 ივლისს ხორვატიის ნაკრებთან მატჩში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში. ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა მოლდოვის ნაკრებთან 1-0 მოგებულ მატჩში, 2008 წლის 18 ნოემბერს.

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1 2008-11-18 A. Le Coq Arena, ტალინი მოლდოვის დროშა მოლდოვა 1–0 1–0 მაიორთა თასი
2 2009-06-06 A. Le Coq Arena, ტალინი ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა 2–0 3–0 ამხანაგური
3 2009-09-05 კადირ ჰას სტადიონი, ქაისერი თურქეთის დროშა თურქეთი 1–0 2–4 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
4 2012-06-03 ტამე სტადიონი, ტარტუ ლიეტუვის დროშა ლიეტუვა 1–0 1–0 2012 წლის ბალტიის თასი
  • ესტონეთის დროშა ლევადია
    • ესტონეთის უმაღლესი ლიგა: 2004, 2006
    • ესტონეთის თასი: 2002, 2004
    • ესტონეთის სუპერთასი
      • მეორე ადგილი: 2002, 2004
  • ბელგიის დროშა ბრიუსელი
    • ბელგიის მეორე დივიზიონი: 2003-04

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]