ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი — რუსეთი
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვლადიმიროვსკაია
სასულიერო სტატუსი დახურული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1830-1874

ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი (რუს. Успенский храм) — მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოსულინის რაიონის სოფელ ვლადიმიროვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, სტანიცა ვლადიმიროვსკაია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანიცა ვლადიმიროვსკაიის მიძინების ტაძარი იყო პირველი მართლმადიდებულური ტაძარი თანამედროვე კრასნოსულინის რაიონის ტერიტორიაზე.

მიძინების ტაძარი ააგეს 1830 წელს ვლადიმიროვსკაიის დასახლებული პუნქტის დაარსებამდე. იგი მდებარეობდა ნოვოივანოვკაში, რომელიც შემდეგ შევიდა სტანიცა ვლადიმოროვსკაიის შემადგენლობაში.

ეკლესია ააგეს პოლკოვნიკის ცოლის მარია ივანეს ასული ბობრიკოვაიას და მრევლის სახსრებით. ეკლესია იყო ხის და იდგა ქვის ფუნდამენტზე. ეკლესიაში არ იყო სამრეკლო და ზარი ეკიდა ბოძზე.

1874 წელს სტანიცაში გადაწყვიტეს აეგოთ ახალი ეკლესია, ძველი მორები კი გაყიდეს 1877 წელს ხუტორ სვინარევში. ახალი ეკლესია ააგეს 1874 წელს კაზაკ სტეფანე შევირევის სახსრებით. ახალი ეკლესია ასევე იყო ხისა, აგებული ქვის ფუნდამენტზე. ეკლესია იყო ერთსაკურთხევლიანი. მშენებლობა დაჯდა 18 500 რუბლი.

ეკლესია იდგა მოსკოვი-კავკასიის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს აკავშირებდა დონთან, ყუბანთან და კავკასიასთან. ამის გამო მასთან ახლოს აშენდა სახლი ტურისტებისათვის. სახლში თავის დროზე შეჩერებულან ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლოზ I და ალექსანდრე II, რომლებმაც მოინახულეს მშენებარე მიძინების ტაძარი.

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მიძინების ტაძარის მრევლში მოქმედებდა სამრევლო სკოლები: ვლადიმოროვსკაიის, პროხოროვსკო-კუნდრიუჩენსკის, კალინოვსკო-ოსიპოვსკაიის. სკოლა მუშაობდა დონის ეპარქიისა და ადგილობრივი მრევლის სახსრებით.

სამოქალაქო ომის პერიოდში ვლადიმიროვსკაიის მოსახლეობა ბოლშევიკების წინააღმდეგ გამოვიდნენ, ჩამოაყალიბეს ცხენოსანთა პოლკი. ეს გახდა სოფლის მოსახლეობის რეპრესიების მიზეზი. აქ სამჯერ მოხდა კაზაკების დაშლა და მათი რეპრესირება.

XX საუკუნის 20-იან წლებში მიძინების ტაძარი დაიხურა. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც საწყობი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გერმანული ოკუპაციის პერიოდში, 1942 წელს ეკლესია კვლავ გაიხსნა ღვთისმსახურებისთვის. ეკლესია ხელმეორედ დაიხურა 1950-იან წლებში - მასში განათავსეს კულტურის სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кудрявцев В. Успенская церковь ст. Владимировской / В. В. Кудрявцев // Криница. – 2002. – 22 авг. (№34) - С.4.
  • Кудрявцев В. Успенская церковь ст. Владимировской / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. – Ростов н/Д., 1999. - С.121 – 125.
  • Мякинченко В. Успенская церковь / В. А. Мякинченко // Сулин и сулинцы: слов. – справ. – Красный Сулин, 2002. – С.101.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]