ვლადიმიროვსკაიის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ეკლესია
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ეკლესია — რუსეთი
ვლადიმიროვსკაიის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვლადიმიროვსკაია
სასულიერო სტატუსი გადაკეთებულია კლუბად
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1874

ვლადიმიროვსკაიის მიძინების ეკლესია (რუს. Успенская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია სტანიცა ვლადიმიროვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ამჟამად ეკლესია გადაკეთებულია კლუბად, იგი დონის მხარის არა მარტო რელიგიური არამედ ისტორიული ცენტრიც იყო. იგი პირველი მართლმადიდებლური ეკლესია იყო სულინის მიწაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია, მიძინების სახელობის სამლოცველო სახლი[1], ააგეს და გაიხსნა 1830 წელს სლობოდა ნოვოიანოვკაში (ამჟამად სტანიცა ვლადიმიროვსკაია). სამლოცველო სახლი ააგეს მრევლისა და პოდპოლკოვნიკის ცოლის მარია ივანეს ასული ბობრიკოვაიის სახსრებით. ეკლესია იყო ხის, იდგა ქვის ფუნდამენტზე, სამრეკლო არ ჰქონდა, ზარები ეკიდა ბოძებზე.

1874 წელს დაიწყეს ახალი ეკლესიის შენებლობა, ძელები იყიდეს ხუტორ სვინარევში 3 001 რუბლად. ახალი ეკლესიის შენებლობა დასრულდა 1877 წელს, მისთვის ფინანსები გაიღო კაზაკმა სტეფანე შევირევმა. გარდაცვალების წინ მან 18 000 რუბლი უანდერძა ეკლესიას. ახალი ეკლესიაც ხის იყო, საძირკველი ქვის, ერთსაკურთხევლიანი, მისი მშენებლობა დაჯდა 18 500 რუბლი.

მიძინების ეკლესიის შტატი შედგებოდა სამი ადამიანისაგან: მღვდელი, დიაკვანი და მეფსალმუნე. მღვდელი და მისი ოჯახი ცხოვრბდა ეკლესიის კუთვნილ ხის სახლში, რომელიც მეტალის ფიფიტებით იყო გადახურული. დიაკვანი ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო მეფსალმუნე საკუთარ სახლში.

ვლადიმოროვსკაიის მრევლს არ ჰქონდა ცალკე მატერიალური მხარდაჭერა. ძირითადი წყარო იყო მიწის იჯარით შემოსული თანხა. მრევლი იხდიდა გადასახადს როგორც ფულით ასევე ნატურით. 1904 წელს შემოსავალი იყო 1 200 მანეთი, ამას დამატებული ნატურით გადახდილი 400 პური. გარდა ამისა, ეკლესიას უცნობმა პირმა შესწირა 1 600 რუბლი.

ადრე ეკლესიასთან მდებარეობდა მოსკოვ-კავკასიის ტრაქტი, რომელიც რუსეთის იმპერიის დედაქალაქს აკავშირებდა დონთან, ყუბანთან და კავკასიასთან. ეკლესიასთან ააგეს მგზავრების დასასვენებელი სახლი. ცნობილია, რომ ამ სახლში თავის დროზე შეჩერდნენ ისეთი პიროვნებები როგორიცაა ალექსანდრე პუშკინი და ორი მეფე: ნიკოლოზ I და ალექსანდრე II.

ეკლესიაში ადგილობრივი მოსახლეობა ნათლავდა ბავშვებს, ჯვარს იწერდნენ ახლად დაქორწინებულები. ეკლესიაში დადიოდა მეზობელი დასახლებების მრევლიც. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიამ დონის ეპარქიის დაფინანსებით გახსნა სამი საეკლესიო-სამრევლო სკოლა: ვლადიმიროვსკაიის, პროხოროვო-კუნდრიუჩენსკაიისა და კალინოვო-ოსიპოვსკაიის.

მიძინების ეკლესიამ ფუნქციონირება შეწყვიტა XX საუკუნის 20-იან წლებში და გამოიყენებოდა როგორც საწყობი. ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში 1942 წელს ეკლესიამ აღადგინა ღვთისმსახურება და ისევ დაიხურა 50-იან წლებში რელიგიური დევნის პერიოდში. ეკლესია გადააკეთეს სასოფლო კულტურის სახლად. რომელიც დღესაც არსებობს[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кудрявцев, В. Успенская церковь ст. Владимировской / В. В. Кудрявцев // Криница. — 2002. — 22 авг. (№ 34) — С. 4.
  • Кудрявцев, В. Успенская церковь ст. Владимировской / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. — Ростов н/Д., 1999. — С. 121 — 125.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]