ვლადიმირ ჰოროვიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვლადიმერ ჰოროვიცი)
ვლადიმირ ჰოროვიცი

ვლადიმირ ჰოროვიცი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი/1 ოქტომბერი 1903
დაბ. ადგილი კიევი
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი 1989
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[1] [1]
დასაფლავებულია მილანის მონუმენტური სასაფლაო
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
მეუღლე ვანდა ტოსკანინი-ჰოროვიცი
ხელმოწერა
ვლადიმირ ჰოროვიცი ვიკისაწყობში

ვლადიმირ ჰოროვიცი (უკრ. Володи́мир Самiйло́вич Го́ровиць; დ. 1 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი], 1903, კიევი — გ. 5 ნოემბერი, 1989, ნიუ-იორკი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი. სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში ვლადიმერ პუხალსკისა და სერგეი ტარნოვსკისთან. 1925 წლიდან ემიგრირებული იყო ევროპაში, ხოლო 1928 წლიდან დასახლდა აშშ-ში. მისი შესრულება გამოირჩეოდა სტიქიური დინამიურობითა და განსაკუთრებული ვირტუოზულობით. სახელი გაითქვა პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, სერგეი პროკოფიევის კონცერტების, ფერენც ლისტის ნაწარმოებებისა და მისი ვირტუოზული ტრანსკრიფციების შესრულებით. მიღებული აქვს გრემის 24 ჯილდო. ვლადიმირ ჰოროვიცი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118892509 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.