ვლადიმერ ჯანიბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ჯანიბეკოვი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ჯანიბეკოვი (დ. 1942, დაბა ისქანდარი, ბოსთანლიქის რ-ნი, ტაშკენტის ოლქი, უზბეკეთი) — საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (16. III. 1978 წ, 30. III. 1981 წ), მონღოლეთის გმირი (1981 წ), რუსი მფრინავი-კოსმონავტი, ხუთი კოსმოსური ფრენის მონაწილე. ავიაციის გენერალ-მაიორი (1985 წ). 1965 წელს დაამთავრა ეისკის მფრინავთა უმაღლესი სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი (შემდგომ ვ. კომაროვის სახელობის). მუშაობდა სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1970 წლიდან კოსმონავტთა რაზმშია. პირველად კოსმოსში იფრინა 1978 წ. 10-16 იანვარს ო. მაკარობთან ერთად ხომალდ „სოიუზ-27-ით“ (განახორციელა შეპირაპირება პილოტირებულ „სალუტ-6“ –„სოიუზ-26“-ის კომპლექსთან). მეორედ - 1981 წლის 22-30 მარტს, მონღოლეთის სოციალისტური რესპუბლიკის მკვლევარ კოსმონავტ ჟ. გურაგჩასთან ერთად „სოიუზ 39-ით“ (შეპირაპირება პილოტირებულ „სალუტ-6“-„სოიუზ ტ-4-ის“ კომპლექსთან. მესამედ - 1982 წლის 24 იანვარი-2 ივლისი ა. ივანჩენკოვსა და ფრანგ მკვლევარ კოსმონავტ ჟ. კრეტიენთან ერთად „სოიუზ ტ-6-ით“ (შეპირაპირება პილოტირებულ „სალუტ-7“-„სოიუზ ტ-5-ის“ კომპლექსთან). მეოთხედ - 1984 წლის 17-29 ივლისს ს. სავიცკაიას და ი. ვოლკთან ერთად „სოიუზ ტ-12-ით“ (შეპირაპირება პილოტირებულ ორბიტულ კომპლექსთან „სალუტ-7“-„სოიუზ ტ-11“. ამ ფრენის დროს სავიცკაიასთან ერთად ღია კოსმოსში დაჰყო 3 სთ, 35 წთ). მეხუთედ - 1985 წლის 8 იანვარი-26 სექტემბერს, ვ. სავინიხთან ერთად „სოიუზ ტ-13-ით“ (შეპირაპირება სადგურ „სალუტ-7-თან“ ერთად. დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]