ვლადიმერ ქუთათელაძე
ვლადიმერ ქუთათელაძე (დ. 1902, ხონი — გ. 1981, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1967 წლიდან— პროფესორი). ვლადიმერ ქუთათელაძე მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში (ქსილოგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა). შექმნა ქართული მხატვრული შრიფტის 60-მდე სახეობა, მრავალი ექსლიბრისი. ალბომი ,,თბილისი“ (ლინოგრავიურა, 1963) და ქსილოგრაფიის ტექნიკით შექმნილი ,,საქართველოს არქიტექტურული ძეგლები“ 1964 წელი. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართული წიგნის გაფორმებაში. ნამუშევრები: ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელი“ 1964 წელი, ,,XIX საუკუნის ქართული მოხრობა“ 1963 წელი ორივე — ლინოგრავიურა; თბილისის ხედები ,,ძველი თბილისი. ნარიყალა“ 1965 წელი, ,,ძველი თბილისი. დაბახანა“ 1965 წელი და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 900, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 568.
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494