ვლადიმერ ფანჩვიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვლადიმერ ფანჩვიძე
დაბ. თარიღი 9 ივლისი, 1906(1906-07-09) (115 წლის)
დაბ. ადგილი ხაშური
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო

ვლადიმერ ფანჩვიძე (დ. 9 ივლისი, 1906, ხაშური — გ. 10 დეკემბერი, 1984) — ქართველი ენათმეცნიერი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1932 წელს ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტად. 1935 წელს გადაყვანილ იქნა ლენინგრადში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში, სადაც 1936 წელს დაამთავრა ასპირანტურა კავკასიურ ენათა განხრით. 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1949 წელს — სადოქტორო დისერტაცია. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს (1938-1975 წლებში) იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი, დირექტორი, თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის მოადგილე, რექტორი. 1975 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ — თანამშრომლად, იყო რამდენიმე სამეცნიერო საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანოს „იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას“. იკვლევდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, იყო ლეზგიური ჯგუფის ენების თვალსაჩინო სპეციალისტი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება უდიური ენის შესწავლაში, კერძოდ, უდიური ენის ფონეტიკური სისტემის აღწერა-დადგენაში, სახელისა და ზმნის ფორმაცვალებისა და გრამატიკული კატეგორიების კვლევაში, უდიურისა და ქართულ-ქართველურ ენათა მორფოლოგიური მონაცემების შეჯერებაში. მეცნიერის კვლევის შედეგები აისახა მონოგრაფიაში „უდურის გრამატიკული ანალიზი“ (1974). ავტორია საყურადღებო ნაშრომებისა ქართულ დიალექტოლოგიაში. იკვლევდა იმერულ კილოს, ჩატარებული აქვს საინტერესო ანალიზი ზემოიმერულსა და ქვემოიმერულოს შორის არსებული გარდამავალი ზოლის, ე.წ. შუაიმერულის (ოკრიბა-ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის რეგიონების) ენობრივ თავისებურებათა შესახებ. მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენა: ენციკლოპედია, თბ., 2008, გვ. 475

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]