ვლადიმერ ტრიბუცი
ვლადიმერ ფილიპეს ძე ტრიბუცი (რუს. Владимир Филиппович Трибуц; დ. 15 (28) ივლისი, 1900, პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 30 აგვისტო, 1977, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა მხედართუფროსი, ადმირალი (1943), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), სკკპ წევრი (1928), სამოქალაქო ომის (1918-1920) მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1926 წელს დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი, ხოლო 1932 წელს სამხედრო-საზღვაო აკადემია. 1926-1929 და 1932-1936 წლებში მსახურობდა ბალტიის ფლოტში ჯერ საბრძოლო ხომალდებზე, შემდეგ შტაბის უფროსად. 1939-1947 წლებში იყო ბალტიის ფლოტის სარდალი, 1947-1948 წლებში — შორეული აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლის მოადგილე სამხედრო-საზღვაო ძალების დარგში. შემდეგ ხელმძრვანელ თანამდებობებზე იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და სსრკ თავდაცვის სამინისტროში.
ჯილდოები დ ამედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენით, 10 სხვა ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 48.
- ↑ Трибуц Владимир Филиппович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.