ვლადიმერ სმირნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ სმირნოვი
დაბ. თარიღი 31 იანვარი (13 თებერვალი), 1910 ან 1910[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1988(1988-06-16) ან 1988[1]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Ministry of Geology
ალმა-მატერი სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსეთის სახელმწიფო გეოლოგიური სამძებრო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი და list of members of the Academy of Sciences of the USSR
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი[3] , სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია, ალექსანდრე კარპინსკის სახელობის ოქროს მედალი, ორდენი „კირილე და მეთოდე“, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინის ორდენი[3] და ლენინის ორდენი[3]

ვლადიმერ ივანეს ძე სმირნოვი (რუს. Смирнов, Владимир Иванович; დ. 31 იანვარი [ ძვ. სტ. 18 იანვარი], 1910, მოსკოვი — გ. 16 ივნისი, 1988, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1962). სოციალისტური შრომის გმირი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მუშაობდა გეოლოგიურ სამსახურში. 1934-1951 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გეოლოგიურ საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

1951 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1952 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე. 1969–1975 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის, გეოფიზიკისა და გეოქიმიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

მრავალი ასეული შრომის ავტორია. სმირნოვის ძირითადი შრომები ეხება სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის საკითხებს. ფართოდ მუშაობდა გეოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხების დამუშავებაში, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულების (ენდოგენური) მეთოდების, ძიების, დაზვერვისა და პროგნოზირების საქმეში. იკვლევდა მადანთა ადგილმდებარეობასა და მეტალოგენიის საფუძვლებს.

იმოგზაურა მრავალ ქვეყანაში და დაამუშავა მადანთა ადგილმდებარეობის საკითხები. ასევე იკვლევდა კავკასიას, ციმბირსა და სხვა მხარეებს. დაადგინა მადანთა ადგილმდებარეობის რეგიონალური კანონზომიერებანი და მათი განლაგება ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე. ვლადიმერ სმირნოვმა აგრეთვე შეიმუშავა ვერცხლისწყლის, ტყვიის, ურანისა და სხვა მეტალოგენიის პრობლემების საკითხები.

ლენინური პრემია (1972). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. სმირნოვის სახელი ეწოდა მინერალს — სმირნიტი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геология ртутных месторождений Средней Азии, М., 1947;
  • Геологические основы поисков и разведок рудных месторождений, 2 изд., М., 1957;
  • Очерки металлогении, М., 1963;
  • Геология полезных ископаемых, 2 изд., М., 1969.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 443.
  • Владимир Иванович Смирнов. М., 1966 (Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия геологических наук, в. 21);
  • Владимир Иванович Смирнов (К 60-летию со дня рождения), «Вести. МГУ. Серия Геология». 1970, № 1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]