ვლადიმერ სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ სანიკიძე (დ. 11 სექტემბერი, 1923, ამბროლაურის რაიონი, სოფელი ბუგეული — გ. 2009) — ქართველი ექიმი.

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1943–1945 წლებში იყო დიდი სამამულო ომის უკრაინის მე–4 ფრონტის მოქმედი არმიის საჰაერო სამხედრო ნაწილების მთავარი ექიმი; 1952–1959 წლებში ბაქოს სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1961–1967 წლებში გერმანიაში საბჭოთა ჯარების მთავარი ნევროლოგ–კონსულტანტი; 1967–1972 წლებში მოსკოვის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1972–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1978–1998 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ომის ინვალიდთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1999-2004 წლებში საქართველოს ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი. ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომისა ფსიქონევროლოგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს წიგნები. ფსიქო-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დიდი სამამულო ომის (1941–1945) ინვალიდთა სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია საქართველოში“, დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • რუსეთის ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრიის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზოგადოება, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ღირსების ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის შრომათა კრებული (რედაქტორი). - თბილისი, აღმაშენებელი, 2001. - 428გვ.
  • Неотложная помощь при острых нервно-психических нарушениях (ავტორი). - Тбилиси, Сакартвело, 1996. - 410с.
  • ექიმები ჯარისკაცის ფარაჯაში (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 446გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]