ვლადიმერ რუბაშვილი
იერსახე
|
| |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| ეროვნება | ქართველი |
| დაბ. თარიღი | 2 დეკემბერი, 1940 |
| დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
| გარდ. თარიღი | 2 თებერვალი, 1964 |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
| სიმაღლე | 168 სმ |
| წონა | 67 კგ |
| სპორტი | |
| ქვეყანა | სსრკ |
| სპორტი | თავისუფალი ჭიდაობა |
| ჯილდოები | მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
ვლადიმერ გრიგოლის ძე რუბაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1940, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1961).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის 35-ე სპორტული სკოლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მსოფლიოს ჩემპიონი (1961, იოკოჰამა, იაპონია). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი.[1] საბჭოთა კავშირის სამგზის (1961, 1962, 1963) ჩემპიონი. გამოირჩეოდა ჭიდაობის აქტიური სტილით და უაღრესად თავისებური ტექნიკით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და თვითმყოფადი მოჭიდავე.[2]
ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წლის 2 თებერვალს, ავტოკატასტროფის შედეგად.[3]
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| დისციპლინა | ადგილმდებარეობა | წონითი კატეგორია | ტურნირი | ადგილი |
|---|---|---|---|---|
| თავისუფალი ჭიდაობა | -67 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1961 | ||
| -62 კგ | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი. ალიხანოვი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 463.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 172–181. 268 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ დანელია, ვაჟა. (18 იანვარი, 2021) ლეგენდების კვალდაკვალ — ვლადიმერ რუბაშვილი. და მოგონებად დარჩა ტკივილი. lelo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-12. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ ვლადიმერ რუბაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022

