ვლადიმერ რენგარტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ რენგარტენი
ვლადიმერ რენგარტენი.jpg
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი 1882
დაბ. ადგილი ტაშკენტი[1]
გარდ. თარიღი 10 ივლისი 1964(1964-07-10)[1] [2] (81 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Russia.svg რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სამთო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, სტალინური პრემია და Merited Engineering Scientist of the RSFSR

ვლადიმერ პავლეს ძე რენგარტენი (რუს. Владимир Павлович Ренгартен; დ. 24 ივლისი [ ძვ. სტ. 12 ივლისი], 1882, ტაშკენტი — გ. 10 ივლისი, 1964, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ რენგარტენმა 1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1908 წლიდან მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში, 1941 წლიდან აგრეთვე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური მეცნიერების ინსტიტუტში. 1947–1949 წლებში იყო ფ. ჩერნიშოვის სახელობის გეოლოგიური მუზეუმის დირექტორი. რენგარტენის ძირითადი შრომები ეხება კავკასიონის რეგიონული გეოლოგიის, განსაკუთრებით ტექტონიკის, სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. რენგარტენი კავკასიის ტექტონიკური დარაიონების ერთ-ერთი სქემის ავტორია. დაამუშავა კავკასიონის ცარცული სისტემის ნალექების სტრატიგრაფიული სქემები, რომლებიც საფუძვლად დაედო ევრაზიის ცარცული სისტემის ნალექების კვლევას.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1948). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Стратиграфия меловых и третичных отложений Восточного Приуралья, М., 1951;
  • Стратиграфия меловых отложений Малого Кавказа в книге: Региональная стратиграфия СССР, т. 6, М., 1959.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 354, თბ., 1984 წელი.
  • Луппов Н. П., Памяти Владимира Павловича Ренгартена, "Ежегодник Всесоюзного палеонтологического общества", 1965, т, 17.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]