ვლადიმერ პოზნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ პოზნერი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1934 (1934-04-01) (89 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
აშშ-ის დროშა აშშ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი
აქტიური 1961–დღემდე

ვლადიმერ პოზნერი (რუს. Влади́мир Влади́мирович По́знер; დ. 1 აპრილი, 1934, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთში დაბადებული რუსი-ამერიკელი ჟურნალისტი. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარიერა დაიწყო 1961 წელს. არის საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის მოქალაქე. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ პოზნერი დაიბადა 1934 წლის 1 აპრილს ქალაქ პარიზში, რუსი-ებრაელი მამის, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე პოზნერისა და ფრანგი კათოლიკეს, ჟერალდინ ლუტენის ოჯახში. წყვილი მისი დაბადებიდან მალევე გაშორდა. როდესაც პოზნერი 3 თვისა იყო, დედასთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.

პოზნერი არის ათეისტი.[1] მხარს უჭერს ევთანაზიასა და ერთსქესიანთა ქორწინებას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ლეგალიზებას.[2][3][4] 1957–1967 წლებში დაქორწინებული იყო ვალენტინა ჩემბერდჟიზე. 1969–2005 წლებში დაქორწინებული იყო ეკატერინა ორლოვაზე. 2005 წლიდან ქორწინებაშია ნადეჟდა სოლოვიოვასთან.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა „მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა.[5]

2021 წლის 31 მარტს მის ვიზიტს თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. რაც გამოწვეული იყო იმით რომ მან დაარღვია ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და კომენდანტის საათი. პოზნერის თქმით, იგი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მან და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველო 1 აპრილის დილის საათებში დატოვეს.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]