ვლადიმერ მიხელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ მიხელსონი
დაბ. თარიღი 18 (30) ივნისი, 1860
დაბ. ადგილი ტულჩინი[1]
გარდ. თარიღი 27 თებერვალი, 1927(1927-02-27)[1] [2] (66 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი

ვლადიმერ მიხელსონი (რუს. Влади́мир Алекса́ндрович Михельсо́н; დ. 30 ივლისი, 1860, ტულჩინი — გ. 27 თებერვალი, 1927, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი და მეტეოროლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მიხელსონი დაიბადა 1860 წლის 30 ივლისს, ინჟინრის ოჯახში, პოდოლსკის გუბერნიის ქალაქ ტულჩინში. იგი ბავშვობიდანვვე სამ ენას ფლობდა. 1878] წელს იგი შევიდა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტში. პირველივე წელს მიხელსონმა იგრძნო, რომ პროფესია შეცდომით აირჩია და ერთი წლის შემდეგ გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1875 წელს გარდაიცვალა მიხელსონის მამა და მან ხუთი წლით შეწყვიტა სწავლა, რადგან თავის უფროს ძმასთან ერთად უნდა გამოენახა საარსებო წყარო თავისი ოჯახისათვის.

ვლადიმერ მიხელსონის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1881 წელს იგი უკვე სტოლეტოვის მოწაფეა. მიხელსონი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაკავებული იყო სითბური გამოსხივების პრობლემით. 1884 წელს, შავი სხეულის გამოსხივების კანონის აღმოჩენის მიზნით, დაიწყო მუშაობა. 1859 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა გ. კირხჰოფმა მოგვცა კანონი, რომლის მიხედვით ყოველი სიგრძის ტალღისათვი, განსაწღვრულ ტემპერატურაზე გამოსხივებისა და შთანთქმის უნარიანობათა ფარდობა ყველა სხეულისავის მუდმივი სიდიდეა და უდრის აბსოლუტურად შავი სხეული გამოსხივების უნარიანობას. ფიზიკაში დაისვა ამოცანა ეპოვათ შავი სხეულის მიერ გამოსხივებული ენერგიის განაწილება მის სპექტრში. ამ ფუნქციის თეორიულად განსაზღვრას პირველად შეეცადა მიხელსონი. მიხელსონმა ააგო თეორიული მრუდი, რომელიც გამოსახავდა კავშირს შავი სხეულის სპექტრში ენერგიის განაწილებისა და ტალღის სიგრძეს შორის. ამ მრუდს ჰქონდა მკვეთრად გამოსახული მაქსიმუმი, რომელიც მათ უფრო ნაკლები იყო, რაც უფრო დაბალი იყო ტემპერატურა.

მაქსიმუმზე ფუნქციის გამოკვლევისას მიხელსონმა აღმოაჩინა, რომ აბსოლუტური ტემპერატურის ნამრავლი ტალღის სიგრძის კვადრატზე, რომელიც გამოსხივების მაქსიმუმს შეესაბამება, ნებისმიერი მრუდისათვის მუდმივი სიდიდეა, ე. ი. ტემპერტურის გაზრდით გამოსხივებული ენერგიის მაქსიმუმი გადაინაცვლებს უფრო მოკლე ტალღისაკენ, შემცირებული - გრძელი ტალღისაკენ. 1887 წლის შემოდგომაზე მიხელსონი გერმანიაში მიემგზავრება. იქ მას მოუხდა მუშაობა ბერლინის უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში ჰ. ჰელმჰოლცის ხელმძღვანელობით და სტრასბურგის ფიზიკის ინსტიტუტში, რომელსაც ა. კუნდტი ხელმძღვანელობდა. 1889 წელს იგი წყვეტს მუშაობას კუნდტის ლაბორატორიაში და უკავშირდება პარიზში ა. სტოლეტოვს, რათა მონაწილეობა მიიღოს ელექტრიკოსების მეორე საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. კონგრესის შემდეგ მიხელსონი ბრუნდება მოსკოვში, სადაც აღმოჩნდა, რომ იგი დაავადებულია ფილტვების ტუბერკულოზით და 1890 წელს ექიმის რჩევით სამკურნალოდ მიემგზავრება შვეიცარიაში. ავადმყოფობის წლებში მიხელსონს დიდი დახმარება გაუწია სტოლეტოვმა. მიხელსონის სიტყვებით, სტოლესტოვმა იხსნა იგი სიკვდილისაგან. 1894 წლის დასაწყისში მიხელსონი გამოკეთდა და დისერტაციის დასაცავად მოსკოვში დაბრუნდა. იმავე წელს შედგა დაცვაც, რის შემდეგაც მას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება მიენიჭა.

მიხელსონის ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა წვის პროცესის გამოკვლევისას. წვის ფიზიკის საკითხი, კერძოდ, საკითხი ალის გავრცელებისს სიჩქარისა ფეთქებად გახში, დასმული იყო პრაქტიკულ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით: მრავალ აფეთქებასთან დაკაბშირებით ქვანახშირის შახტში და მაღაროელთა გასანათებელი ნათურის გასაუმჯობესებლად. როდესაც გააანალიზა მან ბუნზენისა და სხვა ფიზიკოსთა გამოკვლევების შედეგები, შენიშნა დიდი სისტემური შეცდომა. გამოკვლევის ორი ხერხით მიღებული რიცხვები მცირედ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ეს გარემოება მან ახსნა იმით, რომ დახშულ გარემოში გაზის წვისას შეუძლებელი იყო კუმშვის გავლენის გამორიცხვა. მიხელსონი მკვეთრად ასხვავებს წვის ორ უკიდურეს პროცესს - ნელი წვისა და ფეთქებადი წვის პროცესებს.

1894 წელს მიხელსონი დაინიშნა ფიზიკისა და მეტეოროლოგიის პროფესორად მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1909-1911 წლებში მიხელსონის პროექტით აშენდა ახალი მეტეოროლოგიური ობსერვატორია. ვლადიმერ მიხელსონი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით მოსკოვში, 1927 წლის 27 თებერვალს, 67 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., მოსულიშვილი ლ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. IV, გვ., 158-162, თბ., 1980

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Михельсон Владимир Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Erik Amburger database