შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ მამათელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ გიორგის ძე მამათელაშვილი (დ. 22 აპრილი, 1915, სოფელი ჩუმლაყი — გ. 27 მაისი, 1983, თბილისი) — ქართველი ვეტერინარი ექიმი, პათოლოგანატომი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1967), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

1938 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტის ვეტერინარული ფაკულტეტი. 1941-1946 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიას. 1946-1983 წლებში იყო კათედრის გამგე, 1956-1959 წლებში — საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო ინსტიტუტის დირექტორი, 1959-1975 წლებში — საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლებლის-კვლევითი ინსტიტუტის რექტორი, 1960-1982 წლებში — ვეტერინარ პათანატომთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს და თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

ვ. მამათელაშვილი ქართული ვეტერინარული პათოლოგური ანატომიის მეცნიერებისა და პედაგოგიური სკოლის ფუძემდებელია. მან ჩაატარა კვლევები საქართველოში სავეტერინარო პათოლოგიური მორფოლოგიის მიმართულებით. არის სამეცნიერებათა ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

  • კამეჩების ბრუცელოზი, თბ., 1974;
  • სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პათოლოგოანატომიური გაკვეთის ტექნიკა, თბ., 1982.