ვლადიმერ მაგნიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ მაგნიცკი
დაბ. თარიღი 30 მაისი (12 ივნისი) 1915
დაბ. ადგილი პენზა[1]
გარდ. თარიღი 16 ოქტომბერი 2005(2005-10-16)[1] (90 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
ალმა-მატერი მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებების დოქტორი
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, შრომითი მამაცობის მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და დემიდოვის პრემია

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე მაგნიცკი (რუს. Магницкий, Владимир Александрович; დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 12 ივნისი ] , 1915, პენზა, რუსეთი — გ. 16 ოქტომბერი, 2005, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი გეოფიზიკოსი. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ., წევრ-კორესპონდენტი 1964 წ.). სკკპ-ის წევრი 1962 წლიდან. 1940 წელს დაამთავრა მოსკოვის გეოდეზიური, აეროფოტოაგეგმვისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინსტიტუტი. 1940-1954 წლებში ასწავლიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტეში. 1960 წლიდან ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის განყოფილების კათედრის გამგეა. 1979 წლიდან მოღვაწეობდა დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში (დედამიწის ბირთვის ფიზიკისა და პლანეტის კათედრის ხელმძღვანელი). 1971-1975 წლებში სეისმოლოგიისა და დედამიწის ბირთვის ფიზიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

ვლადიმერ მაგნიცკი მეცნიერების რამდენიმე დარგში მოღვაწეობდა, მათ შორის იყო: დედამიწის სიღრმული ფიზიკა, ტექტონოფიზიკა და გეოდინამიკა. დედამიწის ბირთვის შესწავლის მიზნით თეორიული ფიზიკის მეთოდების გამოყენებით შექმნა დედამიწის მყარი ფიზიკის სამეცნიერო სკოლა. გრავიმეტრიული მონაცემების ხარჯზე შემოგვთავაზა ანომალიური სხეულების მასისა და კოორდინატების დაფიქსირების მეთოდი. დაადგინა დედამიწის ბირთვის სიმყარისა და დრეკადობის განაწილება დედამიწის ნივთიერების მდგომარეობის ანგარიშის თვალსაზრისით. ახსნა მანტიის ზედაპირული ფენების ბუნება. 1974 წელს შემოგვთავაზა რეპერული წერტილების მეთოდი ბირთვებში ტემპერატურის განაწილების შესასწავლად.

1976 წელს მიენიჭა ოტო შმიდტის პრემია მონოგრაფიისათვის „დედამიწის შინაგანი აგებულება და ფიზიკა“.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Основы физики Земли, М., 1953;
  • Внутреннее строение и физика Земли, М., 1965.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]