ვლადიმერ ზამბახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ ზამბახიძე
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი 1902(1902-10-29)
დაბ. ადგილი ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 ივნისი 1974(1974-06-17) (71 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, კრიტიკოსი და მეცნიერი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ

ვლადიმერ ნიკიფორეს ძე ზამბახიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1902, ფოთი — გ. 17 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭაბუკობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში. 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გაზეთ „საბჭოთა მასწავლებლის“ რედაქციაში, მისმა მეცნიერულმა და შემოქმედებითმა ინტერესებმა იგი აქცია ქართული პედაგოგიური აზროვნებისა და XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარად. 1963 წლიდან ვლ. ზამბახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორია. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ილია ნაკაშიძე“, „ლიტერატურული წერილები“, „დიდი სამოციანელი“, „ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიური იდეები“. საერთოდ მან განსაკუთრებული ამაგიდასდო ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის კვლევას. იგი იყო მის თხზულებათა მრავალტომეულის რედაქტორიც. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 155, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]