ვლადიმერ გუჯაბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვლადიმერ (ლადო) მიხეილის ძე გუჯაბიძე (ინგლ. Lado V. Goudjabidze; დ. 26 აგვისტო, 1945, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მხატვარი და მოქანდაკე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1971 წელს. მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა თბილისის კომბინატ „ქალაქგაფორმებაში“. მხატვრულად გააფორმა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე ობიექტი, მათ შორის კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი სახლი (ბიჭვინთა). მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. 1976 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მუშაობდა ქანდაკების ჩამომსხმელად, დიზაინერად. 1989 წელს ო. როდენის სახ. III საერთაშაშორისო კონკურსში (ტოკიო) გუჯაბიძის სკულპტურული კომპოზიცია „დაუოკებელნი“ 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა, ხოლო ქანდაკება „მუზა“ დგას ჰამილტონის ტბის ნაპირას (ჩიკაგოს მახლობლად, აშშ). გუჯაბიძე ასევე მუშაობს ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერასა და გრაფიკაში. მისი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]