ვლადიმერ გუგუშვილი
ვლადიმერ ივანეს ძე გუგუშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1991).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ–გეოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1960 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოსა და ა. თვალჭრელიძის სახ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში, 1960 წლიდან, დროგამოშვებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1991–1994 წლებში იყო საქართველოს გეოლოგიის, გეოდეზიის და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორი, 2004–2006 წლებში — სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი. აღმოაჩინა ორი საბადო (ახალი ბედისეულის ბენტონიტური თიხები და მადნეულის კერამიკული ნედლეული). გუგშვილი იყო საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე. გუგუშვილის შრომები ეხება ვულკანოლოგიისა და პეტროლოგიის საკითხებს, სასარგებლო წიაღისეულის, მ. შ. ფერადი ლითონების საბადოების გენეზისისა და პოსტმაგმური პროცესების როლს დედამიწის ქერქის ფორმირების პროცესში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Поствулканический процесс и формирование рудных и нерудных полезных ископаемых в интрадуговых палеорифтах и островных дугах. Монография, Тб., 1981;
- Вулканизм и поствулканический процесс на рифтовой и островодужной стадии развития Аджаро-Триалетии, Братислава, 1984;
- 25 წელი მსოფლიოს ვულკანებზე (მთარგმნელი). - თბილისი, საქართველო, ბ.ს. კომბ-ტი, 1992. - 268გვ.. - ISBN: 5-529-00374-5;
- საქართველოს ბელტის ცარცული ვულკანიზმი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1968. - 82გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძოწენიძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 175.