ვლადიმერ გრივი
იერსახე
ვლადიმერ დიმიტრის ძე გრივი (დ. 10 ოქტომბერი, 1959, ფოთი, — გ. 25 თებერვალი, 1999, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე ინჟინერ-მეტალურგი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ლითონმცოდნეობის სპეციალობით 1981 წელს. 1981–84 წლებში მუშაობდა ტაგანროგის მეტალურგიულ კომბინატში, 1984 წლიდან გარდაცვალებამდე — საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეტალურგიული ფაკულეტეტის მასალათა თვისებების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1993 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია „1975-90 წლებში ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება დანერგვისათვის საწარმოო ციკლში ფოლადი — მზა პროდუქცია“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემსაძე, შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 160.