ვლადიმერ ბეხტერევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვლადიმერ ბეხტერევი
Bexterev1912.jpg
დაბ. თარიღი 20 იანვარი (1 თებერვალი), 1857[1] ან 1857
დაბ. ადგილი სოფ. სორალი, ელაბუგის მაზრა, ვიატკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 1927(1927-12-24)[2] [3]
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
რსფსრ-ის დროშა რსფსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ფსიქიატრია და ნევროლოგია
მუშაობის ადგილი ყაზანის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია
განთქმული მოსწავლეები კარაპეტ აგაჯანიანი და სერგეი კოლოტინსკი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი პეტრე ბეხტერევი
ჯილდოები ბაერის მედალი

ვლადიმერ მიხეილის ძე ბეხტერევი (დ. 20 იანვარი (1 თებერვალი), 1857, სოფ. სორალი, ახლანდ. ბეხტეროვო — გ. 24 დეკემბერი, 1927, მოსკოვი) — რუსი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ნეიროფიზიოლოგი, სექსოლოგი, ფსიქოლოგი, მეცნიერების ორგანიზატორი და საზოგადო მოღვაწე; სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი. 1878 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1885–1893 წლებში იყო ყაზანის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, სადაც რუსეთში პირველმა შექმნა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია. 1893–1913 წლებში იყო სამხედრო-სამედიცინო აკადემიის სულის და ნერვული დაავადებების კათედრის და ამავდროულად (1897–1913) სანქტ-პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიული კათედრის ხელმძღვანელი. 1908 წელს დააარსა და 1915 წლამდე ხელმძღვანელობდა ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტს. 1918 წელს კი დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ტვინის და ფსიქიკური მოქმედებების შემსწავლელ ინსტიტუტს (დღევანდელი ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი).[4]

ბეხტერევი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველი მეოთხედის რუსეთის სამედიცინო მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობა დაიმსახურა მისმა შრომებმა ნერვული სისტემის ანატომიაზე: აღწერა რიგი ტვინის სტრუქტურები, მათ შორის მოგრძო ტვინის ზედა ვესტიბულური ბირთვი (1885, ბეხტერევის ბირთვი) და გემოს ფუნქციის ზონა ტვინის ქერქში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიროფიზიოლოგიაში: აღწერა მოძრაობის ცენტრები, შიდა ორგანოების სეკრეცია, ოთხბორცვიანი რეფლექსი. ბეხტერევის სახელს ატარებს რიგი კლინიკური სიმპტომები და ნორმალური რეფლექსები, აგრეთვე ხერხემლის დაზიანება — ანკილოზური სპონდილიტი (1892, ბეხტერევის დაავადება). მისი შრომები აგრეთვე ეძღვნება ფსიქიატრიის საკითხებს (აღწერა ამნეზიის ნაირსახეობა), ალკოჰოლიზმის მკურნალობასა და პროფილაქტიკას (1912 წელს დააარსა ალკოჰოლის საწინააღმდეგო კლინიკური ინსტიტუტი). ბეხტერების მოღვაწეობამ ხელი შეუწყო რუსეთში სექსოლოგიისა და სექსოპათოლოგიის, ჰიპნოთერაპიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 1910-იანი წლებიდან ამუშავებდა საკუთარ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას, დაფუძნებულს ქცევის კვლევის ობიექტურ მეთოდებზე, — რეფლექსოლოგიას, რომელიც თეორიულად ბიჰევიორიზმს ემხრობოდა. წიგნი „კოლექტიური რეფლექსოლოგია“ (1921) ეძღვნება 1905–1920 წლების პოლიტიკური პრობლემების ფსიქოლოგიურ ანალიზს, სოციოლოგიის, პოლიტიკური და სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს. 1923–1924 წლებში კონსულტაციებს უწევდა ვლადიმერ ლენინს, ხოლო 1927 წელს — იოსებ სტალინს.[4]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Проводящие пути спинного и головного мозга. — СПб., 1896–1898. Ч. 1–2. 3-е изд. М.; Л., 1926. Ч. 1.
  • Основы учения о функциях мозга. т. 1–7. — СПб., 1903–1907.
  • Психика и жизнь. — 2-е изд. — СПб., 1904.
  • Автобиография. — Л., 1928. Избр. произведения. М., 1954.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Осипов В. П. В. М. Бехтерев. — М., 1947.
  • Никифоров А. С. Бехтерев. — М., 1986.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]