ვლადიმერ ბეროშვილი
ვლადიმერ ლევანის ძე ბეროშვილი (დ. 1907, სოფ. კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 1944), საბჭოთა კავშირის გმირი (16 ოქტომბერი, 1943).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა უმცროს მეთაურთა სკოლა. II მსოფლიო ომში მეთაურობდა მეტყვიამფრქვევეთა ოცეულს, შემდეგ ასეულს. დნეპრის გადალახვისა და მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი, მდინარე დნეპრის გადალახვისა და მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისათვის
- ლენინის ორდენი
- დაჯილდოებულია 2 სხვა ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 2, გვ. 333, თბ., 1977
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981